უახლესი ამბები
- 18.04.2024 19:05ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული კანონპროექტის დაინიცირების გამო - მეთიუ მილერი
- 18.04.2024 18:29“ვაცხადებთ სრულ კოორდინაციასა და მობილიზაციას კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისთვის” - ექვსი ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს
არქივი
სამართალი
,,ქართული ოცნების“ ყოფილი აქტივისტი დაკავებულია, ამოღებულია აუდიოჩანაწერები
არაოფიციალური ინფორმაციით, „ქართული ოცნების" ყოფილი აქტივისტისა და მხარდამჭერის, გოგიტა დალაქიშვილის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია რამდენიმე აუდიო ჩანაწერი.
ამასთან, ჩანაწერების შინაარსის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
დალაქიშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. მას ბრალი ოფიციალურად დღეს უნდა წარუდგინონ.
„ქართული ოცნების“ ყოფილი აქტივისტის ადვოკატი, ირმა ჭკადუა ვარაუდობს, რომ დალაქიშვილი შეცდომით არის დაკავებული.
„ბრალის დადგენილება არ გადმოგვცემია. ბრალი ამ დროისთვის არ წაუყენებიათ. იმედს ვიტოვებ, რომ საგამოძიებო მომედებები იმ დასკვნამდე მივა, რომ აღიარებენ, ეს იყო შეცდომა“, - აღნიშნა ადვოკატმა ირმა ჭკადუამ.
მისივე თქმით, დალაქიშვილი სხვადასხვა მედიასთან თანამშრომლობდა.
„არც იმას გამოვრიცხავ, რომ ყველაფერი ეს მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდებოდეს. თუკი საქმის მასალებში ვნახავთ, რომ ის პოლიტიკური ნიშნით არის დაკავებული, დარწმუნებული იყავით, რომ ბოლო წუთამდე ვიბრძოლებთ, დავამტკიცოთ, რომ ის პოლიტიკური ნიშნით იქნა დაკავებული,“- განაცხადა ადვოკატმა ირმა ჭკადუამ.