უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

15 სექტემბერი, 2021 14:30
font-size

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური ოჯახის შიგნით არის მომხდარი ღალატი - თეა წულუკანი

ადამიანს ყოველთვის რცხვენია, როდესაც მის ოჯახში ხდება ღალატი. „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ოჯახის შიგნით არის მომხდარი ღალატი. ეს არის ფაქტი. ეს არის პოლიტიკური ავანტიურა. მე მინდა, დავიცვა ადამიანები და ვისაც სჯერა ამ ავანტიურის, იყავით ფრთხილად, რადგან ჩვენ საქმე გვაქვს გაუაზრებელ პროცესთან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განუცხადა.

„არ გამოვრიცხავ, რომ ის ადამიანები, ყოფილი საჯარო მოხელეები, პროფესიონალიზმით თუ სისუფთავით ცნობილი ხალხი, რომლებსაც სჯერა ამ პროცესის, აღმოჩნდეს პოლიტიკური ავანტიურის მსხვერპლი. ეს გამოჩნდება არჩევნების შემდეგ. მნიშვნელოვანია, ყველას გვესმოდეს, რომ თავი უნდა დავიცვათ, დავიცვათ ჩვენი ქვეყანა იმისგან, რასაც ოპოზიცია ამზადებს არჩევნების შემდეგ. არჩევნები არ არის მათთვის საინტერესო. ისინი შეგუებულნი არიან მარცხს. ამისთვის საკმარისია, გაიკითხოთ თქვენს სამეზობლოში, რომელი პარტია აქტიურობს ველზე ყველაზე მეტად. ოპოზიცია არც კი აქტიურობს ველზე, თუ არ ჩავთვლით სპორადულ გამოვლინებებს. მათთვის არჩევნებზე უფრო მეტად საინტერესოა არჩევნების მეორე დღე. „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს, ეს არ არის ადვილი, როცა ცხრა წელი ხელისუფლებაში ხარ. პრობლემა ამ ქვეყანაში უამრავია, მაგრამ ისე აღმოჩნდა, რომ არ ვიცი ეს კარგია თუ ცუდი, მაგრამ „ქართული ოცნება“ კვლავ რჩება იმ პოლიტიკურ ძალად, რომელსაც შეიძლება, ყველაზე მეტად ენდო. ამიტომაც, ყველას მინდა, მოვუწოდო ამ პარტიის მხარდაჭერისკენ, ვიდრე პოლიტიკურ ველზე არ გამოჩნდებიან ახალგაზრდები, ვინც ჩვენ შეგვცვლის და, ვისაც შერცხვება ტყუილის, ვინც არ იქნება სინდისთან მწყრალად და, ვისაც, შეიძლება, ვთქვათ, რომ ყველამ ერთად გადავაბაროთ ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა წულუკიანმა.

მთავრობის მიზანია, შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი და ეკონომიკური ზრდა გავხადოთ უფრო მეტად ინკლუზიური - ვახტანგ ცინცაძე

29 მარტი, 2024 , 14:52

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, ეკონომიკური ზრდა დივერსიფიცირებულია და ეკონომიკური აქტივობის ზრდა ფიქსირდება ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში. მინისტრის მოადგილემ კო

როცა ვსაუბრობთ გამჭვირვალობაზე, ღიაობაზე, წარმოუდგენელია, ამ დროს მოსამართლე ამბობდეს, რომ მისი გადამოწმება არ შეიძლება - ლევან ხაბეიშვილი

25 მარტი, 2024 , 17:22

როცა ვსაუბრობთ გამჭვირვალობაზე, ღიაობაზე, წარმოუდგენელია, ამ დროს მოსამართლე ამბობდეს, რომ მისი გადამოწმება არ შეიძლება, - ამის შესახებ განაცხადა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა. „ის

მურუსიძე/ჩინჩალაძეს რომ კლანს ეძახით, ჩემთვის არ ნიშნავს, რომ კეთილსინდისიერები არ არიან - მამუკა მდინარაძე

25 მარტი, 2024 , 16:48

სიტყვა კლანი არის გამოგონილი ტერმინი. უკვე ტყუილს შეიცავს თქვენი კითხვა [მიმართავს ჟურნალისტს] და ამიტომ ცოტა რთულია ასე ძალიან დინჯად და რაფინირებულად პასუხების გაცემა, აქ ემოციაც მოდის ხოლმე, - აცხადებს ჟურნალისტებთან

ვინც „ნაცებთან“ დგას, ის ქართველი არ არის - მიხეილ ყაველაშვილი თაკო ჩარკვიანს

22 მარტი, 2024 , 17:29

რაც „ნაცებმა“ გირგვლიანს გაუკეთეს, ამის შემდეგ ციხიდან მიშას გამოშვებას რომ ითხოვ, არ გრცხვენია? - მიმართა პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა ოპოზიციონერ დეპ

გუშინ გომელაური გამოვიდა და გარდაცვლილიო... გარდაცვლილი კი არა, ჩემი ძმა რუსმა ოკუპანტებმა ჩაცხრილეს - გივი გინტური

21 მარტი, 2024 , 13:22

გუშინ გომელაური გამოვიდა და გარდაცვლილიო... გარდაცვლილი კი არა, ჩემი ძმა რუსმა ოკუპანტებმა ჩაცხრილეს , - განაცხადა ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმამ გივი გინტურმა ტელეკომპანია „ ფორმულასთან“ საუბრი

ჩვენ კი არა, აშშ ვერ იცავს საზღვარს ბოლომდე, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა - ვახტანგ გომელაური

20 მარტი, 2024 , 17:52

დაახლოებით 400 კმ-ია საოკუპაციო ხაზი ცხინვალის მიმართულებით. ურთულესია, არაერთხელ მისაუბრია და შეიძლება მეათედ ვსაუბრობ, მისი 100%-იანი გადახურვა ფიზიკურად შეუძლებელია. რაც არ უნდა თანხები, ბიუჯეტი მოგვცენ, რაც არ უნდა გ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი