უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

12 ნოემბერი, 2019 15:50
font-size

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის ფორმირებაზე მუშაობა დაწყებულია -კახა კალაძე

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კანონპროექტი მნიშვნელოვანია და ამ საკითხზე გუნდში არის თანხვედრა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„კანონპროექტი მნიშვნელოვანია, ამაზე გუნდში არის თანხვედრა, თუმცა დეპუტატები, რომლების განცხადებებსაც ვისმენთ და რაც სიახლე არავისთვის არ არის, ყოველთვის იყვნენ წინააღმდეგნი. მათ აქვთ თავიანთი დასაბუთება და არგუმენტები, რატომ არ უნდა შეიცვალოს არსებული სისტემა, თუმცა არსებული სისტემა შეიცვლება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვაზე, მიმდინარეობს თუ არა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის ფორმირება, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი ამბობს, რომ არჩევნებისთვის მზადება მიმდინარეობს.

„არჩევნებისთვის მზადება მიმდინარეობს. ჩვენ დაწყებული გვაქვს შეხვედრები როგორც რეგიონებში, ასევე დედაქალაქის პარტიულ ორგანიზაციებთან. როგორც ყველა პოლიტიკური პარტია, ისე მმართველი პარტია ემზადება 2020 წლის არჩევნებისთვის. სიის ფორმირებას რაც შეეხება, დაწყებულია მუშაობა, განხილვები, ჯერ გადაწყვეტილებები არ არის მიღებული. როცა იქნება სიახლეები, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ბრატისლავაში ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორების ერთობლივ განცხადებას მოეწერა ხელი

5 დეკემბერი, 2019 , 14:40

სლოვაკეთში, ბრატისლავაში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ასოცირებული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ევროკავშირთან სამი ასოცირებული ქვეყნის (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა) ევროპული ინტეგრაციის შესახებ ერთობლივ

ცალკეული პოლიტიკოსების ვიზიტები ოკუპანტი ქვეყნის ხელისუფლებასთან ზიანს აყენებს ქვეყანას და ემსახურება ბიძინა ივანიშვილისა და რუსეთის ინტერესს - მოძრაობა `ქვეყნის სამსახურში` (`სირცხვილია`)

5 დეკემბერი, 2019 , 11:20

ცალკეული პოლიტიკოსების ვიზიტები რუსეთში ოკუპანტი ქვეყნის ხელისუფლებასთან კონფიდენციალური მოლაპარაკებებისთვის ზიანს აყენებს ქვეყანას, პროპორციული არჩევნების მოთხოვნის გარშემო გაერთიანებული საზოგადოებისა და პოლიტიკური ძალე

დავით ზალკალიანი ეუთო-ს მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

4 დეკემბერი, 2019 , 17:45

4-6 დეკემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვიზიტით ბრატისლავას ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ეუთოს 26-ე საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სესიაში. ამის შესახებ „მედიანიუსს“ საგარ

`დააყადაღონ მათ ბანკებში არსებული ბიძინა ივანიშვილის ანგარიშები და და აიძულონ დიქტატორს დათმოს ძალაუფლება`

4 დეკემბერი, 2019 , 17:05

,,ჩვენს ქვეყანაში მოვლენები უაღესად საშიში სცენარით ვითარდება. დიქტატორად გადაქცეული ოლიგარქი ამზადებს ომს, საკუთარ ხალხთან,”- ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა განაცხადა. შალვა ნათე

საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით პარლამენტში ახალი კანონპროექტი დარეგისტრირდა

4 დეკემბერი, 2019 , 16:10

ოპოზიციამ საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით პარლამენტში ახალი კანონპროექტი დაარეგისტრირა. მათი განცხადებით, 30 ოპოზიციური ძალის ავტორობით შექმნილი კანონპროექტი გულისხმობს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები

ყველა სამართლებრივ მექანიზმს მივმართავთ, რომ ქვეყანა ჩიხიდან გამოვიდეს - „ახალი საქართველოს“ წევრი

4 დეკემბერი, 2019 , 14:55

„ახალი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრის, ანა კობახიძის შეფასებით, OSCE/ODIHR - ის დასკვნა მმართველ პარტიას საარჩევნო სისტემაში ცვლილებების განხორციელებას აიძულებს. როგორც „ახალი საქართველოს“ მიერ გ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`