უახლესი ამბები
არქივი
პოლიტიკა

,,ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი იქნება - სოსო ცისკარიშვილი
ჩვენი პარლამენტის სპიკერი ვერც კი გაბედავს, რომ სხვა სივრცეში მზერა ისროლოს, - განაცხადა გაზეთ „ახალ თაობასთან“ პოლიტოლოგმა სოსო ცისკარიშვილმა.
მისი ინფორმაციით, ,,ქართულ ოცნების’’ საპრეზიდენტო კანდიდატი ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი იქნება.
,,კობახიძეს ასეთი დავალება გააჩნია, სხვაგვარად ვერ აიხსნება მუქარა პრეზიდენტზე, რომ შენ თუ იმას იტყვი, რაც ჩემი „პირადი ღმერთის” სმენას არ დააკმაყოფილებს, მაშინ შევცვლით თარიღს და ახლავე ჩავატარებთ პრეზიდენტის არაპირდაპირ არჩევნებს.
შემცვლელი დღევანდელი პრეზიდენტისა ჩვენი ქვეყნის კადრებთუხუცესს უკვე დაანონსებული აქვს.
ერთი რიგითი მოქალაქის მიერ შერჩეული, მისი ყველაზე სანდო პირი ბატონი ღარიბაშვილია. აი, მაშინ ყველაფერი დამშვიდდება და საქართველო გაბრწყინდება.
ამაზე სიტყვის წამოცდენას უკვე ჰქონდა ადგილი, რასაც თავის დროზე არ მიექცა ყურადღება, მაგრამ, ცხადია, რომ ნებისმიერი სახით ჩატარებული არჩევნები იქნება სერიოზული ზეწოლის შედეგი იმ ადამიანებზე, რომლებსაც მონური დამოკიდებულება აქვთ ჩვენი ქვეყნის ერთ რიგით მოქალაქესთან,’’ _ განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.
საკვანძო სიტყვები:

ბრიუსელში ორ კვირაში გვექნება საქართველოს პრემიერის მასპინძლობის სიამოვნება, მახარებს გზავნილი, რომელიც ბატონმა პრემიერმა გამოხატა და რომელსაც ევროკავშირში წავიღებ - შარლ მიშელი
1 მარტი, 2021 , 19:22

მე პირადად გარწმუნებთ, რომ საქართველოს უახლოეს პერიოდში ექნება ვაქცინებზე წვდომა - შარლ მიშელი
1 მარტი, 2021 , 19:05

ევროკავშირი არის სანდო პარტნიორი და მეგობარი საქართველოსთვის და საქართველო არის მთავარი პარტნიორი ევროკავშირისთვის - შარლ მიშელი
1 მარტი, 2021 , 18:52

მზად ვარ, ოპოზიციასთან შეხვედრას დავესწრო, მადლობა შარლ მიშელს ამ ინიციატივისთვის - ირაკლი ღარიბაშვილი
1 მარტი, 2021 , 18:39

შარლ მიშელს შევთავაზე, რომ პროცესი მედიაციიდან მოდერატორობაში გადავიდეს - მამუკა ხაზარაძე
1 მარტი, 2021 , 17:35

ჩვენ კომპრომისის სახით ვთქვით, რომ რიგგარეშე არჩევნების ნაცვლად, შეგვიძლია, წავიდეთ პლებისციტზე - გიორგი ვაშაძე
1 მარტი, 2021 , 17:15