უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

26 თებერვალი, 2021 15:50
font-size

„ქართული ოცნების“ თავზე თავისუფალი სამყაროს პროტესტის ზვავია“ - აქციაზე ოპოზიციური პარტიების საერთო განცხადება წაიკითხეს

ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით მიმდინარე „თავისუფლების მარშის“ აქციაზე „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ საზოგადოებას ოპოზიციური პარტიების საერთო განცხადება გააცნო.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ხელისუფლების მიმართ დასავლეთიდან ასეთი მასშტაბის და ასეთი მკაფიო შეფასებები აქამდე არასდროს ყოფილა.

ოპოზიციური პარტიების განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ახლა „ქართული ოცნების“ თავზე თავისუფალი სამყაროს პროტესტის ზვავია.

„დღეს, საბჭოთა ოკუპაციიდან 100 წლის შემდეგ, ივანიშვილის რეჟიმი მომაკვდინებელ საფრთხეს წარმოადგენს საქართველოს თავისუფლებისა და ჩვენი ქვეყნის მოქალაქების უსაფრთხოებისათვის. საპარლამენტო არჩვენების გაყალბების, ნიკა მელიას უკანონო დაპატიმრების და ოპოზიციური პარტიის ოფისის შტურმით აღების შემდეგ, საფრთხე უფრო რეალური გახდა, ივანიშვილის მოღალატეობრივი პოლიტიკა აწყობს მხოლოდ რუსეთს, ოკუპანტს, რომლის ამოცანაც ჩვენი სუვერენიტეტის დამხობაა.

ამ კრიზისის განსამუხტად და პროცესების მშვიდობიან კალაპოტში დასაბრუნებლად აუცილებელია, პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, იმ სისტემის დაწესებით, რაც მოლაპარაკებებისას შემუშავებულ საერთო ოპოზიციურ წინადადებებშია ასახული. ეს არის საქართველოს დემოკრატიული ოპოზიციური პარტიების მთავარი მოთხოვნა და ეს პოზიცია არ გადაისინჯება.

ახლა „ოცნების“ მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ არანაირ უკან დახევას, რეალურ ცვლილებებს არ აპირებენ, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ მშვიდობიანი, ლეგიტიმური ძალის დემონსტრირებით ივანიშვილის იძულება შესაძლებელია, ამას სჭირდება საქართველოში მშვიდობიანი, მტკიცე, მწვავე, უწყვეტი და ყოვლისმომცველი პროტესტი, ასევე თავისუფალი სამყაროს მხარდაჭერა ქართველი ხალხის არჩევანისადმი.

დღეს, ჩვენ ვხედავთ თავისუფალი სამყაროს პროტესტის ზვავს „ქართული ოცნების“ თავზე, ივანიშვილის რეჟიმის ამ მასშტაბის და ასეთი მკაფიო შეფასებები დასავლეთიდან აქამდე არ მოგვისმენია. მადლობა საქართველოს მეგობრებს, ქართული საზოგადოების მხარდაჭერისათვის, მადლობა თქვენ ყველას“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

„გირჩს“ ცოტა არეული აქვს თავისი ფუნქციები - გია ვოლსკი

12 აპრილი, 2021 , 17:40

რასაც ეს პარტია გვიყვება, შესაძლოა, პოლიტიკისთვის და მხარდამჭერთა რაოდენობის მობილიზების თვალსაზრისით კარგი იყოს, მაგრამ საზოგადოებას სხვა მოთხოვნა აქვს პარლამენტის მიმართ - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმ

საქართველოში ჯერ მხოლოდ ბრიტანული შტამის გავრცელებაა დადასტურებული - პაატა იმნაძე

12 აპრილი, 2021 , 17:15

საქართველოში ჯერ ბრიტანული შტამის გავრცელებაა დადასტურებული, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნულ შტამთან დაკავშირებით ლუგარ

ჩვენ ღია დავტოვეთ კარი და შესაძლებლობა, რომ სხვა პარტიებიც შემოუერთდნენ საპარლამენტო საქმიანობას - არჩილ თალაკვაძე

12 აპრილი, 2021 , 16:35

დღეს ჩვენი საზოგადოება ხედავს, რომ ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხებზე იმართება საკომიტეტო მოსმენები, ეს ის თემებია, რაც ჩვენს საზოგადოებას აწუხებს და აინტერესებს ყველაზე მეტად. სწორედ ეს არის შედეგი და ის განსხვავება, რ

მჯერა პარლამენტის არჩეული წევრები აცნობიერებენ, რა დევს ახლა მათი ქვეყნისთვის სასწორზე - კელი დეგნანი

12 აპრილი, 2021 , 15:30

ძალიან მნიშვნელოვანია, პოლიტიკურმა პარტიებმა გადაჭრან პოლიტიკური კრიზისი სწრაფად და რაც შეიძლება მალე, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა. "ჩვენ გვესმის საზოგადოებისგან, რომ ელოდება კრიზისის

იმ ბრძოლაში, რა ბრძოლაშიც ახლა უკრაინაა, ვართ ჩვენც - მაკა ბოჭორიშვილი

12 აპრილი, 2021 , 15:30

უკრაინასთან დაკავშირებულ კრიტიკას კატეგორიულად ვერ მივიღებ, საქართველო აქტიურად უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა განაცხად

„გირჩი“ 7 მოთხოვნას ასახელებს და აცხადებს, რომ მინიმუმ ერთის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მზადაა ბოიკოტის რეჟიმი შეწყვიტოს

12 აპრილი, 2021 , 12:25

„გირჩი“ იმ მოთხოვნებს ასახელებს, რა შემთხვევაშიც მზადაა ბოიკოტის რეჟიმი შეწყვიტოს. პარტიის მიერ განსაზღვრული მოთხოვნები 7 პუნქტისგან შედგება. „გირჩის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უცვლელად გთავაზო