უკან
პოლიტიკა
20 ივნისი, 2017 13:25
,,ქართული ოცნების’’ ცენტრალურ ოფისში შს მინისტრთან შეხვედრა მიმდინარეობს
,,ქართული ოცნების’’ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის წევრები შს მინისტს გიორგი მღებრიშვილს ხვდებიან.
არსებული ინფორმაციით, დეპუტატები ძალოვანი უწყების ხელმღვანელს კითხვეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით უსვამენ.
შეხვედრა მედიისთვის დახურულია. გიორგი მღებრიშვილი პარტიის ოფისში თავის მოადგილეებთან ერთად მივიდა.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე უმრავლესობის წევრმა, შოთა ხაბარელმა განაცხადა, თავდაპირველად მღებრიშვილი მისი უწყების მუშაობასთან და დაგეგმილ რეფორმებთან დაკავშირებით ინფორმაციას მიაწვდის დეპუტატებს, შემდეგ კი პარლამენტის წევრები მას კითხვებს დაუსვამენ.
შოთა ხაბარელის ინფორმაციით, მუხთარლის საქმის გარდა, საუბარი შეეხება ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ ვითარებასაც.
ნინო ექვთიმიშვილი