უკან
პოლიტიკა
7 დეკემბერი, 2017 15:55
,,ქართული ოცნების“ წევრი, შოთა შალელიშვილი სუს-ში დაიბარეს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, შოთა შალელაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს.
დეპუტატი შეხვედრაზე უკვე იმყოფებოდა, თუმცა, შენობის დატოვების შემდეგ, მას არ დაუკონკრეტებია, თუ რა საკითხზე იყო დაბარებული.
შალელაშვილის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაბარებას არ აქვს კავშირი მის ღია წერილთან, სადაც იგი პრემიერს მოუწოდებს მხარი დაუჭიროს დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის გამოცხადებაზე.
ცნობისათვის, დღეს გიორგი კვირიკაშვილმა ღია წერილთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მისთვის მიუღებელია მსგავსი განცხადებებით მიმართვა პრემიერისადმი.
ნინო ექვთიმიშვილი