უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

29 სექტემბერი, 2017 16:25
font-size

„ქართული ოცნებისა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ ჯავახეთის რეგიონის სიაში სეპარატისტული დაჯგუფებაა შეყვანილი - შალვა ნათელაშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარის შალვა ნათელაშვილის ინფორმაციით,“ქართული ოცნებისა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ ჯავახეთის რეგიონის პარტიულ სიაში სეპრატისტთა ჯგუფია შეყვანილი.

ნათელაშვილმა ბრიფინგზე „ქართულ ოცნებას“ და „პატრიოტთა ალიანსს“ მოუწოდა, ნინოწმინდასა და ახალქალაქში პარტიული სიები გააუქმონ.

„ივანიშვილი ყიდის ჯავახეთს. ივანიშვილის რეჟიმს, ერევანსა და მოსკოვს შორის მიღწეული შეთანხმებით, ამ რეგიონში არსებული ხმები მხოლოდ ორ პარტიას შორის გაიყოფა. ესენი არიან- კრიმინალური „ქართული ოცნება“ და უცხოური სპეცსამსახურებიდან დაფინანსებული „პატრიოტთა ალიანსი“. მათ სიებში შეყვანილია მთელი ჯავახური სეპარატისტული დაჯგუფება სამველ პეტროსიანის მეთაურობით, რომელთა მიზანია, ჯერ რეგიონის კულტურული ავტონომია გამოაცხადონ, შემდეგ პოლიტიკური ავტონომია და საბოლოო ჯამში, ტერიტორია დედა საქართველოს ჩამოაცალონ. ორივე პარტიას მოვუწოდებ, პარტიული სიები ნინოწმინდასა და ახალქალაქში გააუქმონ და საქართველოს მოქალაქე სომხებს საშუალება მისცენ, გარიგების გარეშე თავისი აზრი გამოხატონ და მხარი იმ პარტიას დაუჭირონ, რომლებიც მათ ხედვებთან ახლოს არიან“,- აღნიშნა პოლიტიკოსმა.

მონიკა დავლიანიძე

დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი - პარტია „გახარია საქართველოსთვის“

24 აპრილი, 2024 , 14:41

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მათი გუნდის წევრის, ნოდარ შეროზიას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადაყენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „რუსთავის საკრებულოში „ოცნების“ დ

ევროპა შეიძლება ვიღაცისთვის იყოს მხოლოდ საზღვარგარეთ წასვლა, „შოპინგი“, ევროპელი ბიუროკრატები, მაგრამ ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ევროპა არის ღირებულებები - კახა კალაძე

24 აპრილი, 2024 , 12:09

საქართველოს კურსი არის უცვლელი, ჩვენი ღირებულებები, ტრადიციები, ისტორია, მრავალფეროვნება მუდამ ბმაშია დიდ ევროპულ კულტურასთან,    - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს

24 აპრილი, 2024 , 11:19

რუსთავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია თანამდებობიდან გადააყენეს. თავმჯდომარის გადაყენებას საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა მხარი. რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართულმა ოცნე

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი