უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

17 ივნისი, 2019 10:35
font-size

ქართული პოლიტიკა კვლავ ულტრალიბერალებისა და ულტრანაციონალების ბრძოლის ასპარეზია - თემურ შაშიაშვილი

პარტია „თეთრების“ ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია:

“ქართული პოლიტიკა კვლავ ულტრალიბერალებისა და ულტრანაციონალების ბრძოლის ასპარეზია.ერთიც და მეორეც ანტიქარათული,ყოველგვარი ეროვნული იდეის დამანგრეველია.

ვის აწყობს ყოველივე ეს? ყველას, გარდა საქართველოსი, ქართველი ხალხის ,საქართველოს ძირძველი მოსახლეობისა.

გავაანალიზოთ !

● ლგბტ ამით არ სუსტდება,პირიქით,არნახულად ძლიერდება..ფულითაც, მათ მიერ შეცდენილი და მისყიდული ხალხით,განსაკუთრებით,ახალგაზრდების რაოდენობითაც...რაც ყველაზე დამღუპველია,იზრდება მათ მიმართ ინტერესი...დავფიქრდეთ, გარეთ ვერ გამოდიოდნენ,თავჩაქინდრულნი დადიოდნენ,დღეს თავაწეული დადიან,გვექადნებიან,ჩვენი დრო მოვა და 37 წლის რეპრესიები მოგონული იქნებაო.(აი,თანამედროვე დემოკრატები...)

● ძლიერდება ფსევდოოპოზიცია , იზრდება ხელისუფლებაში მათი მოსვლის შანსები. საცოდავი საქართველო!

● ძლიერდება ულტრალიბერალური ძალაც..."ნაცმოძრაობა" და მისი ნაგლეჯები,განსაკუთრებით ბოკერიას გუნდი..ფულის პრობლემასაც აგვარებენ,უკვე ნაკადებით იღებენ,იაფად ყიდულობენ პროვინციული აზროვნების ადამიანებს,ამერიკელობა და ევროპელობა რომ უნდათ ,თავს ,რომ თავისუფალ ადამიანებად ასაღებენ,თუ უწოდებენ....

● მოგებულია არამართლმადიდებელი სამყარო ,-ქუჩით და შიდა დაპირისპირებით, სუსტდება ეროვნული სახელმწიფო... ჩვენი დემოგრაფიული მდგომარეობა კატასტროფულია...მოდიან და მოდიან ამ სამოთხეში საცხოვრებლად არამართლმადიდებელნი...

● ეს არის რუსეთ- აშშ ს შორის გლობალური დაპირისპირება,ანუ ქვეყნის შიგნით მისი გაგრძელება, ძალების დაჩოქებით ... ულტრანაციონალების და ულტრალიბერალების დაპირისპირებით ქვეყნის დამონების გაგრძელება რუსეთი შეეცდება რუსული ძალის მოყვანას,ამერიკა მისი ძალის შენარჩუნებას.

ამ ორი ქვეყნის პროგრამა წარმატებულად ხორციელდება...მალე ევროპა მუსლიმანური იქნება.. ევროპული ცივილოზაცია -დასრულდება.მეცნიერები ამას არგუმენტირებულად გვიმტკიცებენ, ქვეყანა სადაც შობადობა 2,11 ზე ნაკლებია,კვდომის პროცესშია.. საქართველოშიც ამ მხრივ,კატასტროფული მდგომარეობაა...

● მოგებულია ხელისუფლება... ფართოვდება მისი პოლიტიკური სავაჭრო არეალი აშშ -თან და რუსეთთანაც...ქვეყნის შიდა არეულობით გაამართლებს შიდა პრობლემებს, გაიზრდება კორუფცია,გაუარესდება ხალხის სოციალური მდგომარეობა..

● აფხაზებსა და ოსებს ყოველგვარი, მათ შორის, მორალური ვალდებულებაც ეხსნება ,იყვნენ ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში..

ვიმეორებ, ჩვენ კვლავ ქუჩისკენ გვექაჩებიან...ეს დამღუპველია..ესაა გონებადაკარგული და ემოცია-აგრესიით მცხოვრები საქართველო!

გამოსავალი არის? რა თქმა უნდა!

ეს არის მეცნიერული პროგრამებით მოქმედება. ანუ ის,რაც კარგია ქვეყნისა და ხალხისთვის ცუდია ქუჩის პოლიტიკოსებისთვის.

პოლიტიკოსებმა 30 წელზე მეტია ტვინი წაჭამეს ხალხს "ეროვნულის" ძახებით და შედეგად, მივიღეთ სწორედ მისი საწინააღმდეგო.

დღეს გამარჯვება მებრძოლ ეროვნულ ინტელიგენციაშია, მისი მდუმარება უარესია,ვიდრე ულტრალიბერალიზმი და ულტრანაციონალიზმი,რადგან ყოველივე ეს არის-სახელმწიფოებრივად საშიში და ანტიეროვნული გზა..

არ არის საკმარისი ის 200 მეცნიერი,რომელთაც შექმნეს ქვეყნის განვითარების კონცეფცია "გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ", გელათში დავითობას მიიღეს უნიკალური პროგრამული დოკუმენტი-"ახალი განზომილება - რა შევცვალოთ,რომ გადავრჩეთ!".

ამ პროგრამების,როგორც ეს უკვე გამოჩნდა,ტყვიასავით ეშინია ხელისუფლებასაც და ქუჩის პოლიტიკოსებსაც, ჩვენს ე.წ. უცხოელ მეგობრებსაც.

პირდაპირ ვთქვათ,საქართველოში ყველგან და ყველაფერში,ყველა სფეროში-პოლიტიკით დაწყებული და განათლებით,კულტურით დამთავრებული, მთელ სახელისუფლებო ვერტიკალში, უზნეო უმცირესობის ბატონობაა ზნეობრივ უმრავლესობაზე.

ეს უნდა დამთავრდეს! ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს,გარდა მორალური ადამიანების ერთობისა და მეცნიერებაზე დაყრდნობით მათი მოქმედებისა.

მხოლოდ ეს არის ქართული გზა!

კარგად ვიცი,ჩემს პოზიციას ხიშტით შეხვდებიან ხელისუფლებაშიც,ბარიკადების ორთავე მხარეს მდგარი პოლიტიკოსებიც, "უცხოელი მეგობრებიც", არც მოსახლეობაში ექნება მხარდაჭერა, მაგრამ ჩემთვის მთავარი საქართველოა და არა ქვეყნის დამანგრეველი პოპულიზმი, ხმების მოპოვებისა და ხელისუფლებაში ხალხის მიტყუებით მისვლა.

ვიყავი და ვრჩები იმ აზრზე,რომ პოლიტიკაში უმჯობესია,რამდენიმე მოაზროვნე კაცი გიჭერდეს მხარს, ვიდრე ათასები ბრმად გიკრავდეს ტაშს!

პირველი უძნელესია,მეორე უმარტივესი...პირველი ქვეყანაზე შეყვარებული სახელმწიფო კაცების გზაა, მეორე -სკამზე შეყვარებული ქვეყნისა და ხალხის მოძულე პილიტიკანების!

ღმერთმა დამიფაროს მეორისგან,მე ყოველთვის პირველებთან ვიქნები,როგორც სამშობლოს რიგითი ჯარისჯაცი!

და კიდევ ერთი!

ვეკითხები "ნაცმოძრაობას", "ევროპულ საქართველოს",მათ ნაწილებს, მხარდამჭერებს, მათ უცხოელ მხარდამჭერებსა და დამფინანსებლებს:

რა დაგიშავათ საქართველომ, რომ მარიამ ღვთისმშობლის ქვეყანაში გარყვნილებს რომ უჭერთ მხარს..

მხარს უჭერთ იმ მოძრაობას,რომელიც რეპრესიებით გვემუქრება-საჯაროდ აცხადებს, რომ ბოლშევიკური რეპრესიები მონაგონი იქნება, როცა ისინი გაიმარჯვებენ...ესაა თქვენი დემოკრატია? ან ის, რომ დემოკრატიულს უწოდებთ იმ ტელევიზიას, რომლის გენერალური დირექტორი საჯაროდ ლამის კანიბალურ განცხადებებს აკეთებს: ლამის ადამიანების სისხლის დალევას აპირებს და ამას საჯაროდ მოუწოდებს სხვებსაც!

თქვენ გძულთ ეროვნული და ტრადიციული სახელმწიფოები. როგორც ჩანს, ნატო და ევროკავშირი გამოიგონეთ იმისთვის,რომ მის წევრობამდე ეროვნული სული ამოხადოთ სწორედ ეროვნულ სახელმწიფოებს, როგორც ეს უნდოდათ იგივე მასონურ ძალებს საბჭოთა იმპერიის შექმნით!

თუ ქუჩის პოლიტიკა გაგრძელდა საქართველოში და კვლავ გაგრძელდება ქუჩის პოლიტიკოსების პარპაში, ამას შეძლებთ..მე იმის იმედით ვარ, რომ ქართულ პოლიტიკაში გონება დაბრუნდება, ამას მორალური ადამიანები გააკეთებენ მეცნიერებაზე დაყრდნობით და ეს იქნება გზა ცივილიზებული და არა მასონური სახელმწიფოსკენ!

ეს იქნება მთავარი თემა ოთხშაბათს 16 საათზე ტრადიციული ფეისბუქკონფერენციისა, ვახტანგ ბოჭირიშვილის 37 ა-ში ვიწვევ ყველას, განსაკუთრებით მათ , რომელნიც არ იზიარებენ ჩემ პოზიციას!“

-ნათქვამია თემურ შაშიაშვილის განცხადებაში.

საკვანძო სიტყვები:

არჩილ თალაკვაძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი სამუშაო ვიზიტი დაასრულა

20 ივლისი, 2019 , 11:23

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი სამუშაო ვიზიტი დაასრულა. ვიზიტის ბოლო დღეს არჩილ თალაკვაძემ შეხვედრები სახელმწიფო დეპარტამენტში, აშშ

ლაშა დარსალია ეუთო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

20 ივლისი, 2019 , 10:59

18-19 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია სამუშაო ვიზიტით ვენაში იმყოფებოდა. საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში მინისტრის მოადგილე შეხვდა ეუთო-ს გენერალურ მდივანს, თომას

დავით ზალკალიანი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შეხვდა

19 ივლისი, 2019 , 16:30

საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის მიმდინარე საკითხები, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი განიხილეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალინმა

საქართველოს დელეგაციამ გაერო-ს მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

19 ივლისი, 2019 , 11:44

საქართველოს დელეგაციამ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, კახა კახიშვილის ხელმძღვანელობით 13-19 ივლისს ნიუ-იორკში მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) შესახებ გაერო-ს მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმში (HLPF) მიიღო მონაწილეობა

საქართველოში ტურიზმის მხარდასაჭერად ისრაელის დელეგაცია იმყოფება

18 ივლისი, 2019 , 14:20

„ისრაელის სახლის“ მოწვევით, თბილისს ისრაელის ქნესეთისა და პრემიერ ნეთანიაჰუს პარტიის - ლიქუდის წევრები, აგრეთვე, ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლები სტუმრობენ. 25-კაციან დელეგაციას ქნესეთის მმართველი კოალიციი

თავდაცვის მინისტრი ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწეს შეხვდა

18 ივლისი, 2019 , 11:15

თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ოპერაციების საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწეს, ჯონათან პერიშს უმასპინძლა. მხარეებმა ნატო-საქართველოს ურთიერთობის სტრატეგიული ასპექტები და თანამშრომლობის განვითარე

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს