უკან

ეკონომიკა

16 მაისი, 2018 13:15
font-size

ქართული პროდუქცია საკვები და სასმელი პროდუქციის საერთაშორისო გამოფენაზე წარდგება

16-დან 18 მაისის ჩათვლით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, 13 ქართული ექსპორტიორი კომპანია საკვები და სასმელი პროდუქციის საერთაშორისო გამოფენაზე „Sial China 2018” წარდგება.

Sial China 2018, რომელიც ქალაქ შანხაიში გაიმართება, აზიის უმსხვილესი საკვები ინოვაციების სავაჭრო გამოფენაა. ღონისძიებას 110 000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავს და წელს 3 400-ზე მეტ სასმელი და საკვები პროდუქციის ინდუსტრიაში მოღვაწე საერთაშორისო კომპანიას აერთიანებს მსოფლიოს 67 ქვეყნიდან.

ქართული სტენდის ქვეშ გამოფენაზე საკუთარ პროდუქციას წარმოადგენენ: შპს „ტურალ გრუპი“, შპს „ჯი პი არი“, შპს „ნათსჯი“, შპს „ელენი და კომპანია“ და შპს „ჯი.ენ. კომპანი“ რომლებიც თხილს წარუდგენენ ფართო საზოგადოებას, შპს „კულა“ რომელიც სხვადასხვა სახლის წვენს, მურაბას, კომპოტს და საწებელს აწარმოებს, შპს „ბარამბო“, რომელიც ტკბილეულის წარმოებით არის დაკავებული, შპს „არგო“ და შპს „ზედაზენი“ ლიმონათებით წარდგებიან, შპს „არომაპროდუქტი“, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე წვენების და საწებლის წარმოების ინდუსტრიაში იმკვიდრებს მნიშვნელოვან ადგილს და შპს „დუგლაძის ღვინის მარანი“, შპს „ვაზისუბნის მამული“ და „გილენი“, რომლებიც ქართული ტრადიციული ღვინით წარდგებიან.

აღსანიშნავია, რომ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს პერმანენტულად უწევს ორგანიზებას და აღნიშნული სახის გამოფენებში მონაწილეობით ხელს უწყობს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას, ამასთანავე, სათანადო პლატფორმას ქმნის ახალი სავაჭრო პარტნიორების შეძენისა და კონტაქტების დამყარების კუთხით.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი- 2.6343

14 აგვისტო, 2018 , 17:40

14 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.6343 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5694 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0,0649 თეთრი შეადგინა. გამყარდა ევრ

არავითარ კავშირში არ არის თურქული ლირის დევალვაცია ლარის გაუფასურებასთან - რომან გოცირიძე

14 აგვისტო, 2018 , 16:40

ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძე ლარის კურსის გაუფასურებას მთავრობის არასწორ პოლიტიკას უკავშირებს. დეპუტატის თქმით, ლარის გაუფასურება თურქული ლირის დევალვაციასთანკავშირში არ არის და მისი განმარტებით, ამაში ბრა

მოვუწოდებთ მთავრობას, მიიღოს შესაბამისი ზომები ნავთობიმპორტიორი კომპანიების თავგასულობის ასალაგმავად - აფბა

14 აგვისტო, 2018 , 15:50

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა“ აგრძელებს საწვავის ბაზრის მონიტორინგს და საზოგადოებას ბაზრის ხუთთვიანი კვლევის შედეგებს აცნობს. აფბა შეშფოთებას გამოთქვამს ადგილობრივ ბაზარზე შექმნილი,

ცემენტის 21 შემოწმებული სახეობიდან ევროპულ სტანდარტს თორმეტი ვერ აკმაყოფილებს - ცემენტის ასოციაცია

14 აგვისტო, 2018 , 15:05

ცემენტის ასოციაციის მიერ ჩატარებული ფარული ტესტირების თანახმად, ბოლო პერიოდში შემოწმებული შეფუთული ცემენტის ოცდაერთი სახეობიდან, ხუთი სხვადასხვა კომპანიის მიერ წარმოებულმა მხოლოდ ცხრა პროდუქტმა (43%) დააკმაყოფილა ევროპულ

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

14 აგვისტო, 2018 , 09:00

13 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.5694 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.5339 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0. 0355 თეთრი შეადგინა. გამყარდა ე

ლართან დაკავშირებით მთავრობას სათანადო გეგმა აქვს - ირაკლი კობახიძე

14 აგვისტო, 2018 , 09:00

ლართან დაკავშირებით მთავრობას სათანადო გეგმა აქვს, რომ სტაბილურობა უზრუნველყოს, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, კურსთან დაკავშირებულ საკითხზე კონსულტაციები მთავრ

ვიდეო გალერეა

სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან