უკან

საზოგადოება

16 მაისი, 2019 12:15
font-size

ქართული სააღსრულებო სისტემის ნოვაციებს აზერბაიჯანელი კოლეგები გაეცნენ

აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია საქართველოს სააღსრულებო სისტემის სპეციფიკასა და აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისებს გაეცნო.


დელეგაციამ აღსრულების ეროვნულ ბიურო დაათვალიერა. შეხვედრაზე სტუმრებს ქართული სააღსრულებო სისტემის რეფორმებზე პრეზენტაცია აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ, თავმჯდომარის მოადგილემ და სამსახურის უფროსებმა წარუდგინეს.

სტუმრებმა მიიღეს ინფორმაცია ქართული სააღსრულებო სისტემის, პროცედურებისა და ეტაპების დაგეგმარების, ბიუროს ელექტრონული და არა სააღსრულებო სერვისების შესახებ. მათი განსაკუთრებული ინტერესის სფეროში ელექტრონული საქმისწარმოება და აუქციონი მოექცა. განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ფაქტების კონსტატაციისა და გამარტივებული საქმისწარმოების სერვისებმა. საუბარი შეეხო შეფასების სამსახურისა და გადახდისუუნარობის წარმოების სპეციფიკას და დაგეგმილ რეფორმებს.

აზერბაიჯანელმა კოლეგებმა ნოვაციად შეაფასეს აღსრულების ეროვნული ბიუროს სოციალური პოლიტიკა და მიდგომა მოვალეების მიმართ, რომლის საფუძველზეც ბიურომ მხარეებს შორის მორიგებისა და საქმეების ნებაყოფლობით დასრულების რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. 2019 წლისთვის გამოსახლებისა და დემონტაჟის კატეგორიის საქმეებში მორიგებითა და ნებაყოფლობით დასრულებული საქმეების სტატისტიკა 90 პროცენტს გასცდა.

სტუმრები დაინტერესდნენ კერძო სააღსრულებო სისტემის მუშაობითაც. შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ კერძო აღმასრულებლები, რომლებმაც თავისი სამუშაო გარემო და სპეციფიკა გააცნეს.

დელეგაციის წევრებმა მიიღეს ინფორმაცია იმ რეფორმების შესახებ, რომელსაც საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აღსრულების სფეროს სამართლებრივი და სტრუქტურული მოწესრიგებისა და აღსრულების მექანიზმის დასახვეწად ახორციელებს. კერძოდ, საუბარი შეეხო აღსრულების სისტემის რეორგანიზაციას, სააღსრულებო კანონმდებლობის სრულყოფას და სხვა.

დელეგაცია გაეცნო საქართველოს გამოცდილებას ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით განხორციელებულ და მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკურ და ინსტიტუციურ რეფორმებს. საქართველოს გამოცდილების გაზიარება აზერბაიჯანს დაეხმარება ბიზნეს-გარემოსა და Doing Business რეიტინგების გასაუმჯობესებლად.

Doing Business-ის 2019 წლის ანგარიშით საქართველო მსოფლიოში ბიზნესის კეთების სიმარტივით 190 ქვეყანას შორის მე-6 ადგილზეა, კონტრაქტების აღსრულების ნაწილში კი მე-8 ადგილს იკავებს.
აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია რამდენიმე დღიანი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და მის მმართველობაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს სტუმრობს.

ქართული გამოცდილების უკეთ შესწავლის მიზნით, აზერბაიჯანელმა კოლეგებმა საქართველოს აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები ბაქოში მიიწვიეს.

ინფორმაციას აღსრულების ეროვნულ ბიუროს პრესსამსახური ავრცელებს.

„პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამაში“ კორუფციის რისკები შეინიშნება - ანა დოლიძე

7 ივნისი, 2020 , 11:00

„მოძრაობა ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ საგანგებო ბრიფინგზე „პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამაში“ არსებულ საეჭვო სქემებთან დაკავშირებით ისაუბრა.

საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

7 ივნისი, 2020 , 10:31

საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში 

ინგა გრიგოლიამ `ტვ პირველის` დირექტორის თანამდებობა დატოვა

6 ივნისი, 2020 , 23:39

"თV პირველის" დირექტორი ინგა გრიგოლია, თანამდებობას ტოვებს. მისი განცხადებით, ის ტელევიზიას აღარ უხელმძღვანელებს, თუმცა "რეაქციის" წამყვანად რჩება. მისივე ინფორმაციით, ტელეკომპანიას თავად არხის დამფუძნებელი, ვახტანგ წერე

ჭავჭავაძის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები, სავარაუდოდ, 20 ივნისისთვის დასრულდება

6 ივნისი, 2020 , 17:15

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, სადაც ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, კახა კალაძე მიმდინარე პროცესს მერის მო

„ლელო საქრთველოსთვის“ ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებს, დროებით შეაჩეროს 520-ე დადგენილების მოქმედება

6 ივნისი, 2020 , 16:07

პოლიტიური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ მოუწოდებს ჯანდაცვის სამინისტროს დროებით შეაჩეროს 520-ე დადგენილების მოქმედება და შეიმუშავოს გეგმა კრიზისით მიყენებული ფინანსური ზარალის ანაზღაურებისთვის. ამის შესა

რა რისკებს შეიცავს პანდემიის დროს ზღვაზე დასვენება

6 ივნისი, 2020 , 16:00

ზღვის სეზონი წელს ცოტა მოდიფიცირებულად უნდა ჩავატაროთ. ანუ არ უნდა იყოს თავისუფლება, - ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ „იმედის“ გადაცემაში „ანატომია“ განაცხადა. მისი თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ,

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!