უკან

ეკონომიკა

12 სექტემბერი, 2019 11:48
font-size

ქართული წარმოების ბავშვის ტანსაცმელი ექსპორტზე გავიდა

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქართულმა კომპანიამ „რკო“ საკუთარი პროდუქცია საფრანგეთში ექსპორტზე გაიტანა.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინფორმაციით, ფრანგული კომპანია ქართული პროდუქციით საერთაშორისო გამოფენაზე „Playtime Paris” დაინტერესდა. აღნიშნული გამოფენა 2019 წლის 26-29 იანვარს, პარიზში გაიმართა, სადაც სააგენტოს მხარდაჭერით, ორი ქართული კომპანია „რკო“ და „სპილოუ“იყო წარმოდგენილი.

„აღსანიშნავია, რომ ბავშვის ტანსაცმლის მწარმოებელმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენაში პირველად მიიღეს მონაწილეობა, სადაც მათ მნიშვნელოვანი კავშირები დაამყარეს პოტენციურ ბიზნესპარტნიორებთან.

ამასთანავე, კომპანიის "რკო" ტანსაცმელი მალე გაიგზავნება ინგლისსა და იტალიაში. პროდუქცია განთავსდება ბუტიკური ტიპის მაღაზიებში, კერძოდ, ლონდონში გაიყიდება მაღაზია „golden blossom“-ში, იტალიაში კი ერთ-ერთ კონცეპტუალურ მაღაზიაში გაიყიდება.

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს პერმანენტულად უწევს ორგანიზებას და აღნიშნული სახის გამოფენებში მონაწილეობით ხელს უწყობს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას საერთაშორისო ბაზარზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დაიწყო

14 სექტემბერი, 2019 , 11:06

საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა დაიწყო. ცოტა ხნის წინ, დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენიდან ქუთაისის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი შესრულდა. ამ მომენტამდე საქართველოს და დანიი

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9607 ლარი გახდა

13 სექტემბერი, 2019 , 17:45

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9607 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9638 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

რა პასუხი აქვს ფინანსთა მინისტრს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 54%-იან კლებაზე?

13 სექტემბერი, 2019 , 17:20

2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI) 53.7%-ით შემცირდა. კვარტალური ინვესტიციების ასეთი დრამატული ვარდნა ქვეყანაში ბოლოს მხოლოდ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ პერიოდში იყო.

ნათია თურნავამ პირველი შეხვედრა აშშ-სა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე United Airlines - ში გამართა

12 სექტემბერი, 2019 , 16:25

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა ქალაქ ჩიკაგოში ამერიკული ავიაკომპანიის United Airlines - ის ოფისში გამართა. ნათია თურნავა ამერიკაში ეკონომიკი

„მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში საქართველო მე-12 ადგილზეა

12 სექტემბერი, 2019 , 15:20

„ფრეიზერ ინსტიტუტის“ (Fraser institute) 2019 წლის რეიტინგის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ თანახმად, საქართველოს პოზიცია, წინა წელთან შედარებით, ერთი პოზიციით გაუმჯობესდა და მე-12 ადგილი დაიკა

„გაფართოებული დაფინანსების მექანიზმი“ - ეკონომიკის სამინისტროში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან შეხვედრა გაიმართა

12 სექტემბერი, 2019 , 11:20

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე და მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს, მერსედეს ვერა-მარტინსა და მისიის წევრებს შეხვდ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს