უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

16 ივლისი, 2019 16:25
font-size

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის და მწერალთა სახლის რეორგანიზაცია დაუსაბუთებელი და ნაჩქარევი იყო - საია

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის და მწერალთა სახლის რეორგანიზაცია დაუსაბუთებელი და ნაჩქარევი იყო, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაში.

„საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 აპრილის #213 დადგენილების თანახმად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ის რეორგანიზაციის გადაწყვეტილება იქნა მიღებული. კერძოდ, მწერალთა სახლის და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის შემთხვევაში, მათი რეორგანიზაციის საფუძველზე, ახალი სსიპ - ქართული ლიტერატურის ეროვნული ფონდი უნდა შექმნილიყო, ხოლო კიდევ ექვსი სსიპ, სხვა სსიპ-ებს უნდა მიერთებოდა.

მთავრობის გადაწყვეტილებას საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. გადაწყვეტილების მიღებიდან დღემდე, რეორგანიზაციის ნუსხაში მოხვედრილი არაერთი სსიპ-ის წარმომადგენელმა მომართა საია-ს. შესაბამისად, მიმდინარე წლის ივნისში, „საქართველოს ახალგაზრდა ასოციაციამ“ წერილობით მიმართა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს და ყველა იმ დოკუმენტის ასლი მოითხოვა, რომელიც სამინისტროს სისტემაში არსებული სსიპ-ების რეორგანიზაციას დაედო საფუძვლად.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, რეორგანიზაციას დაქვემდებარებული სსიპ მცირე კონტიგენტიდან დაწესებულებებს წარმოადგენდა და მათი ცალკე, სსიპ არსებობა აღარ წარმოადგენს აუცილებლობას. თუმცა უცნობია, რა პრინციპით მოხდა აღნიშნული სსიპ-ის შერჩევა, მაშინ როცა გადაწყვეტილების მიღების დროს სამინისტროს სისტემაში კულტურის სფეროში არსებული 70 სსიპ შედიოდა;

მიღებული გადაწყვეტილების ერთ-ერთ არგუმენტად, მთავრობის დადგენილების განმარტებით ბარათში, ევროკავშირის ექსპერტის მიერ საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე, კულტურის სფეროში მმართველობის გაუმჯობესების მიზნით შეთავაზებული რეკომენდაციებია მითითებული. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტის მიერ შეთავაზებული რეკომენდაციები - ოპტიმიზაციის გარდა ე.წ. ქოლგა ორგანიზაციის შექმნის და დეცენტრალიზაციის შესაძლებლობასაც ითვალისწინებდა, სამინისტრომ არჩევანი ყველა სსიპ-ის შემთხვევაში ოპტიმიზაციაზე შეაჩერა. ამასთან, ოპტიმიზაციას დაქვემდებარებული სსიპ-ების სიაში მოხვდა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი, მაშინ როცა ევროკავშირის ექსპერტის დასკვნაში, სსიპ - ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი არაერთხელ არის დასახელებული, როგორც სანიმუშო და საუკეთესო სტანდარტების შესაბამისი უწყება;

ოპტიმიზაციის ერთ-ერთ წინაპირობას წარმოდგენდა ის, რომ რეორგანიზაციას დაქვემდებარებული სსიპ-ები დამოუკიდებლად ვერ ახერხებდნენ თანამედროვე მართვის მექანიზმების დანერგვასა და საკუთარი მიზნებისა და ამოცანების სრულყოფილად განხორციელებას. რეორგანიზაციას დაქვემდებარებული სსიპ-ის ნაწილის საქმიანობის სპეციფიკისა და მიღწეული შედეგების გათვალისწინებით, სავარაუდოდ აღნიშნული შეფასება რაიმე სახის კვლევას არ ეფუძნებოდა. მაგ. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად ცნობილია, რომ ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ, დაფუძნებიდან - 2014 წლიდან მოყოლებული, მნიშვნელოვანი სამუშაო იქნა გაწეული. კერძოდ, ქართული ლიტერატურის 300-ზე მეტი თარგმანი გამოიცა; 30 უცხო ენაზე 250-ზე მეტი ავტორის ნაწარმოები ითარგმნა და ცენტრმა 100-ზე მეტ უცხოურ გამომცემლობასთან ითანამშრომლა. ცენტრის ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან პროექტს წარმოადგენდა 2018 წელს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, საქართველოს როგორც საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობა,“ - აცხადებენ საია-ში.

ორგანიზაციის ინფორმაციით, მწერალთა სახლის და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის შემთხვევაში, სსიპ ხელმძღვანელებთან არ ყოფილა შესაბამისი კომუნიკაცია და გადაწყვეტილება მოულოდნელად იქნა მიღებული.

„არ ჩატარებულა წინასწარი შეხვედრები და შესაძლო რისკების გააზრება. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ არაერთი პროექტის განხორციელება დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ, რაც მწერალთა სახლის ყოფილმა ხელმძღვანელმა მედიასთან არაერთხელ დაადასტურა.

ყოველივე ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით, საია-ს მიაჩნია, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომლის საფუძველზეც მწერალთა სახლის და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაცია განხორციელდა დაუსაბუთებელი და ნაჩქარევი იყო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვითიბი ბანკი, საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულ ნაკრებს, ევროპის ჩემპიონატზე წარმატებას ულოცავს

20 იანვარი, 2020 , 17:05

#ქართულიწყალბურთისN1ქომაგი ვითიბი ბანკი, როგორც ნაკრების გენერალური სპონსორი, ულოცავს წყალბურთის ნაკრებს  ევროპის ჩემპიონტზე წარმატებით ასპარეზობას!  ბუდაპეშტში მიმდინარე ჩემპიონატზე, საქართველოს წაყლბურთელთა ნ

ფინანსური ინსტიტუტების მიერ ანგარიშგების ეფექტიანად წარმოებისთვის ეროვნული ბანკი მაკროეკონომიკურ საპროგნოზო სცენარებს აქვეყნებს

20 იანვარი, 2020 , 16:15

საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის, ფასს 9-ის, მიზნებისთვის მორიგ მაკროეკონომიკურ საპროგნოზო სცენარებს აქვეყნებს. აღნიშნული სცენარების მიზანია ხელი შეუწყოს ფინანსური ინსტიტუტების მი

ჩინეთიდან ე.წ კორონა ვირუსების ჩვენთან შემოტანის რისკი მინიმალურია - ამირან გამყრელიძე

20 იანვარი, 2020 , 16:15

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ჩინეთში ატიპიური პნევმონიის შემთხვევები დაფიქსირდა. ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერე

არ მიგვაჩნია, რომ მედიკამენტების ვადის გასვლამ რამე გავლენა იქონია ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიზნების განხორციელებაზე - ამერიკული ფარმაცევტული კომპანია

20 იანვარი, 2020 , 13:10

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ამერიკული ფარმაცევტული კომპანია „გილიადის“ განცხადებას ავრცელებს, რომელიც ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამ

დიონისეს შუბლი, იესოს ღიმილი - როსტომ ჩხეიძის მინიატურების ციკლიდან „მთვარის ნაპერწკლები“

20 იანვარი, 2020 , 10:50

ნეტა რატომ უნდა ჰგონებოდა ზვიად გამსახურდიას, რომ ჭეშმარიტებას ფლობდა? რა ჰგონებოდა – მგონი... მგონი ეჭვიც არ ეპარებოდა. ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში, დერეფანში იქნებოდა, კიბესა თუ დარბაზში, მისალმებით ყველას ესა

თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

20 იანვარი, 2020 , 10:36

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, დღეს, 20 იანვარს თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. საბურთალოს რაიონი – 11:00 საათიდა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`