უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
პოლიტიკა
“ქართული ოცნება” 19 აგვისტოს აქციას რუსთავში გამართავს 17.08.2012 19:02

19 აგვისტოს, 19:00 საათზე კოალიცია “ქართული ოცნება” რუსთავში, ჟიული შარტავას მოედანზე, აქციას გამართავს.

აქციის მონაწილეებს კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მიმართავს.

აქციის მიმდინარეობას რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია დააკვირდება.

როგორც ცნობილია, კოალიცია და რუსთავის მერია აქციის ადგილთან დაკავშირებით ვერ თანხმდებოდნენ. მერია აქციის გასამართად ალტერნატიულ ადგილს სთავაზობდა, რაზეც კოალიცია უარს აცხადებდა. დღეს ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ ეს პრობლემა გადაჭრილია და აქცია ჟიული შარტავას მოედანზე ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ კოალიციამ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში აქციები უკვე გამართა თბილისში, ქუთაისში, ოზურგეთში, გორსა და ბათუმში.