უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
საზოგადოება
`ქართული ოცნება~ ბანკების სესხებთან დაკავშირებულ პრობლემას სწავლობს 15.07.2012 20:41

ივანიშვილმა: ჩემი კაპიტალი, თქვენი ნდობაა, რომელიც მე ჩემმა ხალხმა გამომიცხადა, ჩემი ოცნების ხალხმა ანუ თქვენ

თბილისი.15.08.12.მედიანიუსი. კოალიცია ,,ქართული ოცნების” ლიდერის ბიძინა ივანიოშვილის განცხადებით, სააკაშვილს ჰგონია, რომ პოლიტიკოსის მთავარი კაპიტალი ფულია.

ამის შესახებ ივანიშვილმა დღეს გორში გამართულ აქციაზე განაცხადა.

,,სააკაშვილს ყველა თავისნაირი ჰგონია და ფიქრობს რომ პოლიტიკოსის მთავარი კაპიტალი ფულია. ჩემი კაპიტალი, რომელიც დღითიდღე იზრდება, თქვენი ნდობაა, რომელიც მე ჩემმა ხალხმა გამომიცხადა, ჩემი ოცნების ხალხმა ანუ თქვენ. ამ ბრძოლაში დამარცხდება სააკაშვილი და სამართლიანობა აუცილებლად აღდგება, არაფერი არ გამოუვათ და ვერაფერსაც დაგვაკლებენ”, _ აღნიშნა ივანიშვილმა.

მისი თქმით, დღეს ბანკების სესხების გამო ათასობით ადამიანს სახლ-კარიდან გამოყრა ემუქრება.

,,ჩვენ ვსწავლობთ ამ პრობლემას და აუცილებლად გამოვნახავთ ისეთ გამოსავალს, რომ ამ ხალხს დავეხმაროთ და ამავდროულად, არც საბანკო სისტემა დავაზიანოთ. სააკაშვილმა დაყო ქართული საზოგადოება. მას ჰყავს თავისი ჟურნალისტები, თავისი მსახიობები და რეჟისორები, მასწვალებლები, საზოგადოება დაყო ასაკის მიხედვით, ენის ცოდნის მიხედვით. სპორტის სფეროშიც კი გახლიჩა ადამიანები. მან საქართველოში სპორტის პოლიტიზება შეძლო. ეს სპორტსმენის გადაგვარებას ნიშნავს. ჩემო ძმებო და ჩემო შვილებო, ნუ ჩაიდენთ გამოუსწორებელ დანაშაულს. სამარცხვინოა რომ 21 საუკუნეში ხელისუფლებამ შექმნა ჯგუფები, რომელსაც ხალხმა ფაშისტური ქვედანაყოფის სახელი- ზონდერ ბრიგადები უწოდა. კიდევ უფრო სამარცხვინოა ის, რომ მათი ხელმძღვანელი საქართველოს პარლამენტის წევრია. ჩვენ გავათავისუფლებთ ამ ქვეყანას ამ სამარცხვიბო სენისაგან. ჩვენ მოვსპობთ დაპირისპირებას საზოგადოებაში. არავის მოეთხოვება ხელისუფლების ერთგულება, ყველა ჩვენი სამშობლოს ერთგული უნდა ვითყოთ. ეს არის გზა ცივილიზაციისაკენ. ჩვენ ისეთ ქვეყანას ავაშენებთ, სადაც ცხარედ ვიკამათებთ, მაგრამ აღარასოდეს დავუპირისპირდებით ერთმანეთს ძალით. აღარასოდეს გავახარებთ საქართველოს დანაწევრევბისა და შიდა აშლილობის მოსურნეს. შემოდგომაზე გელოდებით არჩევნებზე და გავაკეთოთ პატიოსანი არჩევნები და მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ცივილიზებული სამყარო ვართ. გპირდებით, რომ თქვენთან ერთად ვიბრძოლებ და თქვენთან ერთად შევცვლით ამ ხელისუფლებას”-აღნიშნა ივანიშვილმა.