,,ქართული ოცნების` ასპინძის შტაბის ხელმძღვანელის შეურაცხყოფისთვის მოქალაქე დააკავეს
22.05.2012 15:37
შინაგან საქმეთა სამინისტროს ასპინძის რაიონული პოლიციის თანამშრომლებმა 239-ე მუხლის საფუძველზე დააკავა 31 წლის გელა სიმონის ძე მურადაშვილი.
შს სამინისტროს ცნობით, პოლიტიკური კოალიცია ,,ქართული ოცნების" ასპინძის შტაბის ხელმძღვანელი ტარიელ ივანიშვილი გელა მურადაშვილს ჰპირდებოდა, რომ პოლიტიკური დავალებების შესრულებების სანაცვლოდ, გარკვეული პერიოდის შემდგომ იგი გააწევრიანებდა და ოფიციალურ სამსახურს შესთავაზებდა პოლიტიკურ კოალიცია ,,ქართულ ოცნებაში'' სამუშაოდ. სადაც მურადაშვილს ექნებოდა სოლიდური ანაზღაურება, ასევე აღნიშნულ პერიოდში გ.მურადაშვილი მიცემული პოლიტიკური დავალებების შესასრულებლად ხარჯავდა პირად თანხებს.
გარკვეული პერიოდის შემდგომ ტარიელ ივანიშვილმა უარი განუცხადა გელა მურადაშვილს მასზე მიცემული პირობის შესრულებაში. რაზედაც მათ შორის დაიძაბა ურთიერთობა და 22 მაისს გელა მურადაშვილი საქმის გასარკვევად მივიდა ტარიელ ივანიშვილთან ოფისში, ურთიერთშელაპარაკების დროს ბრალდებულმა მურადაშვილმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ტარიელ ივანიშვილს.
გელა მურადაშვილი ასპინძის პოლიციის მიერ დაკავებულ იქნა 22 მაისს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლით.
















