უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

1 მარტი, 2018 17:25
font-size

ქართულმა მხარემ ერგნეთში გამართული შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა

ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული შეხვედრა, სადაც ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხი უნდა განხილულიყო, ქართულმა მხარემ პროტესტის ნიშნად დატოვა. მიზეზი კი გახდა ის, რომ ქართულმა მხარემ შეხვედრაზე ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით მკაფიო პასუხი ვერ მიიღო.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის კახაბერ ქემოკლიძის განცხადებით, ოკუპირებული რეჟიმის წარმომადგენლებთან მსგავსი ფორმატის შეხვედრები მხოლოდ მას შემდეგ გაგრძელდება, რაც გაეცემა ორ ძირითად კითხვას პასუხი: როდის გადასცემენ ოჯახს ტატუნაშვილის ცხედარს და როდის მოახერხებენ დაბრუნებას პავლიაშვილი და ქუთაშვილი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე.

,,სამსაათნახევრიანი დისკუსიის შემდეგ ჩვენ ფაქტობრივად, ვერც ერთ ზემოხსენებულ კითხვაზე მკაფიო პასუხი ვერ მივიღეთ. ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ ჩვენ გადავწყვიტეთ, დროებით შევწყვიტოთ ეს სხდომა, გამომდინარე იქიდან, რომ ცენტრალური მთავრობისთვის ტატუნაშვილის საქმეს, იმ ინციდენტს, რომელსაც ადგილი ჰქონდა 22 თებერვალს, უკიდურესად დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ ყველა სხვა მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა, მათ შორის, რომლებიც დღევანდელ დღის წესრიგში იყო წარმოდგენილი მაშინ, როდესაც ტატუნაშვილის ცხედარი დაუბრუნდება თავის ოჯახს“, - განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა, მურად ჯიოევმა შეხვედრა უკომენტაროდ დატოვა.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

ნატო ჩხეიძე: ომიც რა არის ამაზე მეტი

15 სექტემბერი, 2020 , 17:30

„ომი არ ყოფილა ჩვენს დროსო, ბრიყვული მედიდურობით რომ აცხადებენ ეს ჩვენი პრემიერები და მინისტრები, ომიც რა არის ამაზე მეტი“, - ამის შესახებ წერს სოციალურ ქსელში პარლამენტარი, მოძრაობა „სახელმჭიფო ხალხისთ

სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის მორიგი ფაქტი განხორციელდა - სუს-ი

12 სექტემბერი, 2020 , 17:06

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის მორიგი ფაქტი განხორციელდა. აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა &bdq

დიდი ბრიტანეთი საქართველოს ოკუპაციის დასრულებაში დაეხმარება - ვენდი მორტონი

10 სექტემბერი, 2020 , 11:50

ვენდი მორტონმა "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე საქართველოსთვის 2 მილიონი ფუნტი სტერლინგის გამოყოფის შესახებ დაწერა. დიდი ბრიტანეთის ევროპული სამეზობლოს და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თქმით, ეს თანხა რუსეთის მხრ

კარლ ჰარცელი - მოვუწოდებთ დე ფაქტო ხელისუფლებას, იფიქროს ჰუმანიტარულ პრობლემებზე და ოძისის გამშვები პუნქტი გახსნას

4 სექტემბერი, 2020 , 15:40

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, ერთი წელი გადის, რაც ოძისის გამშვები პუნქტი ჩაკეტილია. ელჩის თქმით, აღნიშნული ფაქტი მიუღებელია, უარესდება ადგილზე ჰუმანიტარული ვითარება, რაც შეშფოთებას იწვევს.

ოკუპანტებმა სოფელ ყარაფილასთან სადემარკაციო სამუშაოები განაახლეს

2 სექტემბერი, 2020 , 14:35

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ისევ გამოჩნდნენ სოფელ ყარაფილასთან, სადაც ე.წ. საზღვრის სადემარკაციო სამუშაოები განაახლეს. ამის შესახებ "მთავარი არხი" იტყობინება. ოკუპანტებმა ხნულების გავლების პროცესი გუშინ, 1 სექტემბ

სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი გორის და ქარელის მუნიციპალიტეტებში საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა

2 სექტემბერი, 2020 , 11:30

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი გორის და ქარელის მუნიციპალიტეტებში საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. სახელმწიფო მინისტრმა გამყოფი ხაზის სოფლებში - ატოცში, დვანშ