პოლიტიკა
„ქართულმა ოცნებამ“ BBC-ისგან საჩივარზე პასუხი მიიღო
BBC, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ საჩივრით მიმართა, „ფორმულასთან“ ამბობს, რომ მოსარჩელეს კითხვებზე პასუხი უკვე გასცა.
საჩივარი ეხება 1 დეკემბერს BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალას, რომლის მიხედვითაც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საქართველოში საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტების დასაშლელად, სავარაუდოდ, I მსოფლიო ომში გამოყენებული ტოქსიკური ნაერთი, „კამიტი“, ანუ ბრომობენზილის ციანიდი გამოიყენეს.
„ფორმულასთან“ BBC-ის სპიკერი ამბობს, რომ საჩივრების განხილვის დადგენილი პროცესის შესაბამისად, მოსარჩელეს კითხვებზე პასუხი გასცეს და ისინი „მხარს უჭერენ BBC Eye-ის დოკუმენტურ ფილმში წარმოდგენილ ჟურნალისტიკას და ჩვენს დამოუკიდებელ, საგამოძიებო ჟურნალისტიკას თბილისში მიმდინარე პროტესტებზე საქართველოს ხელისუფლების რეაგირების შესახებ".
საკითხზე კომენტარი გააკეთა „ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, რომელიც BBC-ის დაბრუნებულ პასუხზე დეტალურად არ საუბრობს და ამბობს, რომ კვლავ გაასაჩივრებენ.
„რამდენიმე დღის წინ მივიღეთ პასუხი. მათ წინასწარვე ჰქონდათ პოზიცია გამჟღავნებული , რომ ისინი არ აპირებენ გადახედონ საკუთარი ჟურნალისტების საქმიანობას და ამ პასუხშიც ეს არის ასახული.
ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ, რა თქმა უნდა, მივყვებით ამ პროცედურებს, იურისტები მუშაობენ უკვე საპასუხო მიმართვაზე, რომელიც ბრიტანეთის კანონმდებლობიდან გამომდინარე კვლავ BBC-ში უნდა გავასაჩივროთ შიდა რეგულაციის მეორე დონეზე.
რა თქმა უნდა, BBC-სგან დიდი იმედი არ გვქონდა, როდესაც ასეთ ფალსიფიკაციას მხარს უჭერ და აქვეყნებ, რომ შემდეგ საკუთარ თავს დააბრალებდნენ რამეს.
მივყვებით პროცედურებს, რომელიც, საბოლოო ჯამში, გამოცდილება გვეუბნება, რომ სადაც რომელიმე უცხო სახელმწიფო ან ორგანიზაცია შეეჭიდა საქართველოს, დამარცხდა. აქაც ნახავთ მათ მწარე მარცხს.
როდესაც ჩვენ მათ მივმართეთ საჩივრით, სანამ საჩიარს გაეცნობოდნენ და დადფიქრდებოდნენ პირველი რეაქცია იყო - არა, ჩვენ მხარს ვუჭერთ ჟურნალისტს. მათ გაამხილეს, რომ შიდა გასაჩივრების სისტემა, რაც ბრიტანეთში არსებობს, არის ფარსი. არანაირი შედეგი არ აქვს...“ - თქვა პაპუაშვილმა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, რატომ არ ასაჯაროებენ BBC-ის პასუხს, პაპუაშვილმა თქვა:
„ჩვენ ვართ შესული სამართლებრივ დავაში, რომელსაც თავისი პროცედურები აქვს, ჩართულები არიან იურისტები. მე დეტალებში არ შევალ. მთავარი არის ერთი რამ, ისინი არიან მტყუანები და ჩვენ ვართ მართალი. ეს დადასტურდება.
თუ არ ვცდები სამკვირიანი ვადაა, რომ მათი პასუხი გავასაჩივროთ ისევ BBC-ში. ასეთი აბსურდული წესები აქვს ბრიტანეთს, სასწაულია პრინციპში... გასაჩივრებისას პირველი დონე იყო, რომ თვითონ რედაქციამ განიხილა და მეორე ეტაპია - სარედაქციო კოლეგიას დამატებული კიდევ ვიღაც გარე პირები, რომლებიც ასევე BBC-ის შიგნით არიან.
პასუხი არ მოგვეწონა კი არა, რაც უფრო გაძალიანდებიან, მით უფრო დააზიანებენ საკუთარ თავს“.
საკვანძო სიტყვები:
ეუთო „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებულ ანგარიშს აქვეყნებს
13 მარტი, 2026 , 08:52
„ელენე ხოშტარიას საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის ქვეშ“ - ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
12 მარტი, 2026 , 15:53
შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად, 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილებზე დაწესდება განბაჟების 4.5 ლარიანი ტარიფი, ანუ აქციზი იქნება შესაბამისი თანხით განსაზღვრული, ერთ კუბზე 4.5 ლარი - ირაკლი კობახიძე
12 მარტი, 2026 , 15:28
მიხეილ ყაველაშვილი პერე ჟოან პონს სამპიეტროს შეხვდა
10 მარტი, 2026 , 12:49
სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, ყულევის ნავთობის ტერმინალი სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოიღეს
10 მარტი, 2026 , 11:55
ირაკლი კობახიძემ მოჯტაბა ხამენეის, ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლეს ლიდერად არჩევასთან დაკავშირებით, ოფიციალური მილოცვა გაუგზავნა
10 მარტი, 2026 , 11:20


