უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

10 ნოემბერი, 2018 13:35
font-size

“ქართულმა ოცნებამ` დაიწყო ფეიკ ნიუსების ახალი ტალღის ტირაჟირება - გიორგი ვაშაძე

უკვე მეორე დღეა, რაც ,,ქართულმა ოცნებამ" დაიწყო ფეიკ ნიუსების ახალი ტალღის ტირაჟირება, - განაცხადა ,,ახალი საქართველოს" თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე და აღნიშნულით გამოეხმაურა სოციალურ ქსელსა თუ მედიაში მიხეილ სააკაშვილის მიერ 2009 წელს გაკეთებული განცხადების მცირე მონაკვეთის ტირაჟირებას.

ვაშაძის განცხადებით, ,,ქართული ოცნება" განზრახ ამახინჯებს მიხეილ სააკაშვილის ნათქვამს.

„საქმე ეხება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, განცხადებას 2009 წელს და ასევე, დროებითი კომისიის თავმჯდომარის, პაატა დავითაიას განცხადებებს. მე ცალსახად მინდა ვთქვა, რომ მთელი განცხადება მიხეილ სააკაშვილის არის, პირიქით, იმაზე, თუ როგორ ცდილობდა ქართული მხარე, თავიდან აერიდებინა საომარი მოქმედებები, როგორ მუშაობდა დიპლომატიური არხებით, როგორ მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორ მუშაობდა ადგილზე წარმოდგენილ სამშვიდობო ძალების სხვადასხვა ნაწილებთან, როგორ ცდილობდა თავიდან აერიდებინა საქართველოს პირდაპირი საომარი მოქმედებები და კონკრეტული ფაქტებია თავიდან ბოლომდე წარმოდგენილი, რატომ არ იყო სხვა გამოსავალი, გარდა იმ ქმედებისა, რაც საპასუხო კუთხით გააკეთა ქართულმა მხარემ. მაგრამ ახლა, ამ მთელი ვიდეოდან სამი სიტყვაა ამოგლეჯილი, სიტყვაა შუაში გაჭრილი და ამით რაღაცის დამტკიცებას ცდილობს ,,ქართული ოცნება,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისი თქმით, მმართველი პარტიის მიზანს სალომე ზურაბიშვილის განცხადებების გადაფარვა წარმოადგენს.

„უნდათ, რომ საკუთარი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი, რომელიც გადამალული ჰყავთ საგულდაგულოდ, რამენაირად გაამართლონ ამ სიტუაციაში. ერთადერთი ადამიანი, რომლის განცხადებები, რომლის გამონათქვამები რუსეთის ფედერაციას, ჩვენი ტერიტორიების ოკუპანტ ქვეყანას დართული აქვს ჰააგაში სარჩელზე, არის სალომე ზურაბიშვილი. ეს არ გამართლდება, ეს არის წითელი ხაზი, ეს არის სამშობლოს ღალატი,“ - განაცხადა ვაშაძემ.

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციი

კონტრაქცია ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია - სოფო ჯაფარიძე

23 აპრილი, 2024 , 17:34

კონტრაქცია ნიშნავს იმას, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამი - ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაუპირისპირონ ამ გულწრფელ და გულანთებულ ქართველებს ის ადამიანები, რომლებიც ძალით მოჰყავთ აქციაზე

კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:26

კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი. ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირ

ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:21

ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი