უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

7 აგვისტო, 2020 17:49
font-size

„ქართულმა ოცნებამ“ გააღატაკა მშობლები, დღეს მათი შვილებზე რაღაც გროშების დარიგებით უნდათ არჩევნების მოგება - მამუკა ხაზარაძე

ნებისმიერი დახმარება კარგია, თუ ამას აქვს ისეთი ეფექტი, რომ ის არ დაიხარჯება და მეორე დღეს ისევ იმ მდგომარეობაში არ რჩება ადამიანი, – ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ საქართველოს მთავრობის სოციალურ პაკეტზე საუბრისას აღნიშნა.

„ვემხრობი ნებისმიერ მხარდაჭერას, თუ ამას მოაქვს რაღაც გრძელვადიანი ეფექტი. დღეს ქვეყანა შედის ეკონომიკურ კრიზისში. ქვეყანა შესული იყო ეკონომიკურ კრიზისში პანდემიამდეც. ქვეყანა გაღარიბებული იყო პანდემიამდე და უბედურება ის არის, რომ ოცნების გასტუმრების შემდეგ, ჩვენი და თითოეული თქვენგანის გადასახდელი იქნება ის ვალი, რომელიც მათ აიღეს. ქვეყანაში ბიუჯეტის თითქმის 50% ვალით არის შედგენილი და ეს ვალი ისე გაანიავეს ამ წინასაარჩევნო საჩუქრებით, რომ ქვეყანა ჩააგდეს უფრო მძიმე მდგომარეობაში, ვიდრე ეს იყო პანდემიამდე“, – განაცხადა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სოციალურ-ეკონომიკური დახმარების მესამე ეტაპის ფარგლებში, ყველა თვითდასაქმებული, ვინც მთავრობას 300-ლარიანი დახმარებისთვის მიმართა, მათ შორის ისინი, ვინც წარსადგენი დოკუმენტაციის შესახებ მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა, 300-ლარიან დახმარებას მიიღებს. ამასთან,17 წლის ჩათვლით ბავშვების ერთჯერადად, 200 ლარიან დახმარებას მიიღებენ.

სააკაშვილის განცხადება სხვა არაფერია თუ არა ის, რომ მას ქვეყანაში ერთპიროვნული მმართველობა სურს - თენგიზ ომანაძე

22 სექტემბერი, 2020 , 15:40

სააკაშვილის განცხადება სხვა არაფერია თუ არა ის, რომ მას ქვეყანაში ერთპიროვნული მმართველობა სურს, - ასე გამოეხმაურა „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარე, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კან

მიხეილ რამიშვილმა ექსპერტიზის ეროვნული ბიურო პროტესტის ნიშნად დატოვა

22 სექტემბერი, 2020 , 15:00

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, სადაც მისი მობილური ტელეფონიდან სატელიტური ფოტოებისა და დავით ფურცხვანიძესთან კომუნიკაციის ნაწილში ინფორმაცი

საგამოძიებო ორგანოები უყურებენ, რას იტყვის ნოდარ მელაძე ტელევიზიით, რომ იმის მიხედვით იმოქმედონ - მამუკა ტუსკაძე

22 სექტემბერი, 2020 , 13:00

„საგამოძიებო ორგანოები უყურებენ, რას იტყვის ნოდარ მელაძე ტელევიზიით, რომ იმის მიხედვით იმოქმედონ“- ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, მამუკა ტუსკაძემ ბოლოდროი

ძალიან სამწუხაროა, მაგრამ „ენმ“ და „ქართული ოცნება“ თავის მიმართებებსა და სურვილებში ხშირად ერთმანეთს ემსგავსებიან - გიგი უგულავა

21 სექტემბერი, 2020 , 17:15

მიხეილ სააკაშვილი იყო ამ ქვეყნის პირველი პირი და შესაბამისად, 2020 წელს, მისი შეთავაზება არის უბრალოდ წარსულის შეთავაზება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიგი უგულავამ

ძალიან ვწუხვარ, რომ მიხეილ სააკაშვილს მთლიანად აერია თავგზა –გიორგი ვაშაძე

21 სექტემბერი, 2020 , 14:55

„ძალიან ვწუხვარ, რომ მიხეილ სააკაშვილს მთლიანად აერია თავგზა“, – ასე შეაფასა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმშ

ვანო მერაბიშვილი არც საპარლამენტო სიაში იქნება და არც მაჟორიტარად იყრის კენჭს - რომან გოცირიძე

18 სექტემბერი, 2020 , 17:45

ნიკა მელიამ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია მომავალი პარლამენტის სურათთან დაკავშირებით, მაგრამ ვიცით, რომ ვანო მერაბიშვილი არც საპარლამენტო სიაში იქნება და არც მაჟორიტარად იყრის კენჭს, – ასე ეხმაურება ფრაქცია „ნა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

მიძინება ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა მარიამისა. მარიამობა.