უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

22 ივნისი, 2017 15:20
font-size

„ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა, რომ ვენეციის კომისიაშიც მოჭრა თავი ქვეყანას - დავით უსუფაშვილი

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, მოძრაობა „შენების საქართველოს“ ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნება“ მოახერხა და ვენეციის კომისიაშიც მოჭრა თავი ქვეყანას.

მისი თქმით, მისთვის ცნობილია, რომ ვენეციის კომისიაში არანაკლებ შფოთავენ იმის, გამო რაც ბოლო სამი დღის განმავლობაში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებთ ხდება.

ამის შესახებ უსუფაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, პროცესი იქეთ მიდის, რომ მივიღებთ ერთი პარტიის კონსტიტუციას, რომელიც იქნება მნიშვნელოვნად ნაკლული დოკუმენტი, ვიდრე ჩვენ გვქონდა 1995 წლიდან- დღემდე.

„მაშინდელი კონსტიტუცია მაინც ასრულებდა ქვეყნის, ერის, ფუნდამენტის ფუნქციას. ერთადერთ საკითხზე „ქართულ ოცნებას“ რომ გადაედგა ის ნაბიჯი, რომელიც თავიდანვე გამოაცხადა, და ეს იყო საპარლამენტო საარჩევნო სისტემა, მაშინ ამ კონსტიტუციას და ამ პროცესს ექნებოდა არა სრული, მაგრამ უდიდესი უმრავლესობის მხარდაჭერა პარლამენტშიც და პარლამენტს გარეთაც. ანუ ერთ საკითხს გადააყოლა “ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი.

მიუხედავად იმისა, რომ ცალკეულ დებულებებთან, ცალკეულ საკითხებთან მიმართებით, იგივე, პრეზიდენტის უფლებამოსილებების თემა, ეროვნული უშიშროების საბჭოს საკითხი, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული თემები, რომლების მიმართ იყო განსხვავებული მოსაზრებები, ერთი საკითხის სწორად გადაჭრის შემთხვევაში, ამ კონსტიტუციის ტექსტს ექნებოდა გაცილებით ფართო მხარდაჭერა“,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის ყოფილი თავჯდმოარე მიიჩნევს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პროცესი პოლიტიკურად არასწორად წაიყვანა.

„თავიდან გასცა იმ ტიპის დაპირებები, გააჩინა იმ ტიპის მოლოდინები, რომელიც საზოგადოებისთვის იყო ცნობილი, პროპორციული სისტემის შიგნით დახვეწაზე მიდიოდა მსჯელობა.

„ოცნებამ“ მოახერხა, რომ ვენეციის კომისიაშიც მოჭრა თავი ქვეყანას. იმიტომ რომ ვენეციის კომისიამ დასკვნა დადო იმ ტექსტზე, რომელიც მას ედო წინ. ვენეციის კომისიის დასკვნის 20 გვერდიდან - 6 გვერდი ეთმობა სწორედ პროპორციული სისტემის ბონუსური მოდელის გამართვის და გაკეთილშობილების მცდელობას.

მე ეს ვიცი და ამას ჰაერზე არ ვსაუბრობ, რომ ვენეციის კომისია არანაკლებ არის შეშფოთებული იმ განვითარებით რაც ბოლო სამ დღეში მოხდა, ანუ ვენეციიდან სანამ ქუთაისში ჩავიდა ეს ხალხი, მან შეცვალა ყველაფერი ამ კონკრეტულ საკითხში. ყველასთვის ნათელი იყო, რომ ეს საკითხი იყო გასაღები სხვა თემებზე კონსენსუსის მოძებნისთვის“,-განაცხადა უსუფაშვილმა.

მონიკა დავლიანიძე

ეუთო/ოდირი შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებული რიგი რეგულაციების განმეორებით დარღვევის კრიმინალიზების კანონზე დასკვნას აქვეყნებს

14 ნოემბერი, 2025 , 17:19

ეუთო/ოდირი ხაზს უსვამს, რომ არაპროპორციული სასჯელები დამოუკიდებლად არღვევს შეკრების თავისუფლებას, რამდენადაც მათ შეუძლია შეაფერხოს აქციების მოწყობა და მასში მონაწილეობა, რასაც უარყოფითი ეფექტი აქვს შეკრების თავისუფლ

20 ივნისის აქციაზე პირდაპირ პასუხისმგებელი ადამიანი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც გასცემდა მითითებებსა და ბრძანებებს - კახა კალაძე

14 ნოემბერი, 2025 , 14:47

შენ ქართველი ხალხის მხარდაჭერა თუ არ გაქვს, სადაც გინდა ირბინე, იარე, არანაირი შედეგი ამას არ მოყვება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გერმანიაში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის გიორ

დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია - გრიგოლ გეგელია

14 ნოემბერი, 2025 , 14:42

დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად საქართველო, არა მარტო ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, აქტივისტები და მოქალაქეები, არამედ მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია, &ndas

პეტერ ფიშერის საქმიანობა დიპლომატიას სცდება, ის ჩვეულებრივი „აკაცუკია“ - კახა კალაძე

14 ნოემბერი, 2025 , 14:37

როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში უცხო ქვეყნის ელჩი დაკავებული იყოს ძალადობრივი ჯგუფების წახალისებით, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან საქართველოში გერმანიის ელჩის საპროტესტო აქცი

ჩვენი ბრძოლის წარმატების შანსი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ მასში - 28 ნოემბერს, 19:00 საათზე. ბოლომდე! - ელენე ხოშტარია

14 ნოემბერი, 2025 , 14:27

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია 28 ნოემბერს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით რუსთავის ქალთა ციხიდან წერილს აქვეყნებს. როგორც ხოშტარია წერს, „მიუხედავად ძალადობის

ევროინტეგრაციაზე უარი ჩვენ არ გვითქვამს, თუ მართლა სურს ბრიუსელს, საქართველო ევროკავშირში იხილოს, გზა უნდა გამონახოს, რომ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან დაიწყოს საუბარი - მაკა ბოჭორიშვილი

14 ნოემბერი, 2025 , 12:49

რთულია, დღეს ამოიცნო, რა შეიძლება იყოს ბრიუსელის საქართველოს ხელისუფლებასთან ასეთი დამოკიდებულების მიზანი, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხა