"ქართულმა ოცნებამ" "კარდაკარის" დროს საარჩევნო სიებში აღმოჩენილი ხარვეზების ჩამონათვალი ამომრჩეველთა სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიას გადაუგზავნა. მასალები კომისიას კოალიცის იურისტმა და კოალიციის პროგრამა `კარდაკარის~ ხელმძღვანელმა ზაქარია ქუცნაშვილმა გადასცა.
ქუცნაშვილის ცნობით “ქართული ოცნების” კარადაკარის პროგრამის მონაწილეებმა საარჩევნო სიებში 350 000 უზუსტობა გამოავლინეს.
"15 აგვისტომდე ველოდებოდით, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დაზუსტებული სიები გადმოეცა , თუმცა მათგან უარი მივიღეთ. მიუხედავად ამისა, “ქართული ოცნება" მზად არის, უზუსტობების აღმოსაფხვრელად მამუკა კაციტაძის კომისიასთან ითანამშრომლოს. ამ სიებში თქვენ იხილავთ როგორც გამორჩენილ, ასევე მიწერილ, გარდაცვლილ და უცხოეთში მყოფი ამომრჩევლის მონაცემებს. შესაბამისად "ქართული ოცნება" აცხადებს, რომ მზად არის სახელმწიფო კომისიასთან ერთად, ნებისმიერ დროს, 15 სექტემბრამდე გავიდეს და გადაამოწმოს ეს მონაცემები", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
სიების დაზუსტების კომისიის მდივნის, ბადრი ნიაურის თქმით, კომისიის კარი ყოველთვის ღია იყო ნებისმიერი ორგანიზაციისთვის და მათ შორის სხვადასხვა პარტიული "კარდაკარებისთვის".



















