უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

3 მარტი, 2017 16:30
font-size

ქართველ ხალხს არ უნდა წაერთვას პრეზიდენტის არჩევის უფლება - გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, კონსტიტუციაში დაგეგმილ იმ ცვლილებებს გამოეხმაურა, რომელიც პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას ეხება.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი ახორციელებს კონსტიტუციის არა სიღრმისეულ გადახედვას, არამედ ცვლილებებს კონსტიტუციაში ერთი კონკრეტული პოლიტიკოსის - პრეზიდენტის გამო ატარებს.

„ნათლად დაფიქსირდა, რომ საკონსტიტუციო კომისიაში არა კონსტიტუციის სიღრმისეულ გადახედვასთან გვაქვს საქმე, არამედ საუბარია კონკრეტული პოლიტიკოსის, კონკრეტულ პოლიტიკოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

როდესაც საუბარია იმაზე, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული კონკრეტულად ერთი პოლიტიკოსის, კონკრეტულად მოქმედი პრეზიდენტიდან გამომდინარე, ეს ნათლად აჩვენებს, რომ მოტივაცია პროცესისა არის არა კონსტიტუციის შინაარსობრივი გადახედვა, არამედ ამ კონკრეტულ პოლიტიკოსთან დაკავშირებული შეხედულებები. მაგრამ, მოდით გავიხსენოთ ჩემი პოზიცია საკონსტიტუციო კომისიასთან დაკავშირებით.

მე არასდროს არ შევსულვარ დეტალებში ამა თუ იმ შეხედულების განხილვის, არამედ სულ ორი პოზიცია დავაფიქსირე, ქართველ ხალხს არ უნდა წაერთვას პრეზიდენტის არჩევის უფლება და მეორე კონსტიტუციის გადახედვის პროცესში ქართველ ხალხს უნდა მიეცეს შესაძლებლობა თავისი პოზიციის დაფიქსირებისა, არა მარტო პრეზიდენტთან დაკავშირებით, არამედ მთლიანად საზოგადოდ იმ დოკუმენტთან დაკავშირებით, რომელიც არის ჩვენი თანაცხოვრების დოკუმენტი.

მე მინდა მადლობა ვუთხრა საზოგადოებას, იმიტომ, რომ პირველი მიზანი, რომ პრეზიდენტის არჩევის წესი წაერთვათ ხალხისაგან, ეს მიზანი არ იქნა მიღწეული და თქვენ საზოგადოების აქტიურობით დაიცავით როგორც ეს ინსტიტუტი, ასევე თქვენი უფლება აირჩიოთ ქვეყნის პრეზიდენტი. ეს არის ის ბრძოლა, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ თავის ინტერესებიდან გამომდინარე მოიგო,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, შესაძლოა, ქვეყანა პრეზიდენტის ორსაფეხურიანი სისტემით არაპირდაპირი არჩევის წესზე გადავიდეს.

ნინო ექვთიმიშვილი

ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთო-ს უმაღლესი კომისრის ლამბერტო ზანიერის შეხვედრა ცესკოში

18 სექტემბერი, 2018 , 20:01

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) დღეს ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისართან ლამბერტო ზანიერთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ეროვნული უმცირესობების საარჩევნო უფლებათა დაცვის კუთხით საქართველოში

ომეგას ირგვლივ განვითარებულ სიტუაციის თაობაზე ჩვენ არაფერი არ ვიცით - ადა მარშანია

18 სექტემბერი, 2018 , 17:35

პარლამენტის ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრმა, ადა მარშანიამ მისი თანაგუნდელის, ნატო ჩხეიძის მიერ ფრაქციიდან წასვლაზე საუბრისას განაცხადა, რომ ამის შესახებ „რუსთავი 2“-ისგან გაიგო. ადა მარშ

აუდიტის სამსახური საგარეო საქმეთა სამინისტროში შესაძლო კორუფციული რისკების შესწავლას მოითხოვს

18 სექტემბერი, 2018 , 17:10

აუდიტის სამსახური საგარეო საქმეთა სამინისტროში შესაძლო კორუფციული რისკების შესწავლას მოითხოვს. საუბარია უწყების მიერ 2017 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, რომელშიც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვატო მახარობლიშვილი ფი

აუდიტის სამსახურს ქუმსიშვილის მმართველობის დროს ეკონომიკის სამინისტროში დანამატების სახით გაცემული 4 მილიონი ლარის კანონიერებაში ეჭვი ეპარება

18 სექტემბერი, 2018 , 17:10

აუდიტის სამსახურმა დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, 2017 წელს, ეკონომიკის სამინისტროში დიმიტრი ქუმსიშვილის მინისტრობის პერიოდში დანამატების სახით გაცემული 4 მილიონი ლარის კანონიერება საეჭვოა. დოკუმენტის მიხედვით, ერ

„ევროპული საქართველო“ ხორბლის იმპორტის საკითხზე ფინანსთა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს პარლამენტში იბარებს

18 სექტემბერი, 2018 , 15:55

„ევროპულმა საქართველომ“ ხორბლის იმპორტის საკითხზე ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი პარლამენტში დაიბარა. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის,

აბსოლუტურად გამოვრიცხავ ბიძინა ივანიშვილის რაიმე კავშირს ამ ფაქტთან, ამ მოვლენებთან - ეკა ბესელია ტელეკომპანია „იბერიას“ და „ომეგა ჯგუფის“ სკანდალზე

18 სექტემბერი, 2018 , 15:30

პოლიტიკა, ეკა ბესელია, ბიძინა ივანიშვილი, ომეგა ჯგუფი, იბერია ტვ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით გავრცელებულ ბოლო ჩანაწერზე საუბრისას გამორიცხა

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`