უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

14 მარტი, 2018 17:25
font-size

ქართველ მუსლიმთა კავშირი ვალეში კათოლიკური ლოცვის წიგნებისა და ხატების დაწვის ფაქტს გმობს

ქართველ მუსლიმთა კავშირი 12 მარტს, ვალეში, კათოლიკური ლოცვის წიგნებისა და ხატების დაწვის ფაქტს გმობს. ისინი სხვადასხვა რელიგიურ ორგანიზაციას მოუწოდებენ, ღიად და კრიტიკულად შეაფასონ მომხდარი და საქართველოს კათოლიკე მრევლისადმი შესაბამისი მხარდაჭერა გამოხატონ.

ქართველ მუსლიმთა კავშირი ფაქტს „ვანდალურს“ უწოდებს და აღნიშნავს, რომ რელიგიური მრავალფეროვნების რაიმე ფორმით ხელყოფა ჩვენი ქვეყნის მომავლის განადგურებას ნიშნავს.

“ვფიქრობთ, ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება არის ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი წარსული და ამავე დროს დიდი სიმდიდრე. მიგვაჩნია, რომ მისი რაიმე ფორმით ხელყოფა ნიშნავს ჩვენი ქვეყნის მომავალის განადგურებას და სამშობლოსადმი ღალატს.

მომხდარი არის ვანდალური ფაქტი და საჭიროებს სასწრაფო რეაგირებას. ხელისუფლების და შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების დროული მოქმედება და დროული სამართლებრივი შეფასება ერთისმხრივ ხელს შეიწყობს სამართლინობის აღდგენას და მეორესმხრივ საუკეთესო გამოსავალი იქნება მსგავსი ფაქტების პრევენციისთვის”, – ნათქვამია ქართველ მუსლიმთა კავშირის განცხადებაში.

შსს-მ რელიგიური ლიტერატურისა და ხატების დაწვის ფაქტზე გამოძიება რელიგიური გაერთიანების მუშაობაში ხელშეშლის მუხლით დაიწყო.

ცირა გურგენიძე

პარლამენტის ქუთაისის შენობაში პოლიციის რეგიონული ცენტრი განთავსდება

21 სექტემბერი, 2018 , 17:50

ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობის შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გადაცემის შემდეგ, უწყება აღნიშნულ შენობაში პოლიციის რეგიონული ცენტრის განთავსებას გეგმავს - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახა

ბოლივუდის მსახიობმა ქართველი მესაზღვრე რასიზმში დაადანაშაულა

21 სექტემბერი, 2018 , 17:41

ბოლივუდის ერთ-ერთმა ცნობილმა მსახიობმა რიჩა ჩადჰამ ქართველი მესაზღვრე რასიზმში დაადანაშაულა. მსახიობმა უსიამოვნო ინციდენტის შესახებ ტვიტერზე დაწერა. „საქართველოს დატოვებისას სასზღვრო კონტროლზე რასისტი მესაზღვრე შეხ

ფაროსანასთან ბრძოლის შედეგები იმედისმომცემია - ამერიკელი მეცნიერი

21 სექტემბერი, 2018 , 17:35

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით გატარებულ ღონისძიებებს და დასავლეთ საქართველოში არსებულ ვითარებას გაეცნო პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი გრეგ კრავჩუკი. ამერიკელმა მეცნიერმა სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლ

სტუ აკადემიური პროგრამების განვითარებას სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად გეგმავს

21 სექტემბერი, 2018 , 17:35

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი არჩილ ფრანგიშვილი, დღეს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ახლადარჩეულ მეცხრე პრეზიდენტს, დოქტორ ადელა დე ლა ტორეს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ სტუ-ის ადმინისტრ

საქართველოს ეროვნული ბანკი მწვანე, სოციალური და მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს ავითარებს

21 სექტემბერი, 2018 , 17:30

დღევანდელ მსოფლიოში განსაკუთრებულ აქტუალურობას იძენს ფინანსური სისტემის მიერ გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხების გათვალისწინება, როგორც მდგრადი განვითარების ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი. საქართველოს ე

გიორგი ტყემალაძე აეროპორტის დასახლებაში მიმდინარე საგზაო სამუშაოებს გაეცნო

21 სექტემბერი, 2018 , 17:30

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, სამგორის რაიონის მაჟორიტარი გიორგი ტყემალაძე სამგორის რაიონის გამგებელთან კახაბერ გულედანთან ერთად აეროპორტის დასახლებაში მიმდინარე საგზაო ინფრაქტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`