უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

7 ოქტომბერი, 2017 10:40
font-size

ქართველ ოჯახებს სძინავთ მშვიდად და მოღვაწეობენ მშვიდობისთვის, რადგან მათ სიმშვიდეს იცავთ თქვენ -გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს შეიარაღებული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ შეიარაღებული ძალების ოფიცრების პირველ, ყოველწლიურ შეკრებას უმასპინძლეს.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა შეკრებაზე განაცხადა, უმაღლესი მთავარსარდლის ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანას არმიასა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის გაღრმავება წარმოადგენს.

„ქართველ ოჯახებს სძინავთ მშვიდად და მოღვაწეობენ მშვიდობისთვის, რადგან მათ სიმშვიდეს იცავთ თქვენ, ჩვენო პატივცემულო ჯარისკაცებო- თქვენი პროფესიონალიზმის, სიმამაცის, უტეხობის ხარჯზე. მაგრამ ქართველი ჯარისკაცის უკან დგას მისი ოჯახი, რომელიც რეალურად მას შეაძლებინებს ამ სიმტკიცეს და ამ თავგანწირვას.

საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ არაერთხელ აღინიშნა ქართული შეიარაღებული ძალების რეფორმები, წარმატებები უნარები და სულიერი სიმტკიცე. ჩვენი სიძლიერე, ჩვენი უნარი გავუმკლავდეთ მტერს და ვიყოთ ჩვენი მეგობრების გვერდით, მუდმივი აღტაცების საგანია.

ჩვენ რთულ რეგიონში ვართ და ვდგავართ მტკიცედ. საქართველოს მოქალაქე მტკიცედ და ამაყად აცხადებს, რომ ის თავისუფალია და მისი თავისუფალი არჩევანი, ააშენოს დამოუკიდებელი, ძლიერი საქართველო, უცვლელია და ვერაფერი შეარყევს ამ არჩევანს.

რეალურად, ამ განცხადების სიმტკიცეს, იქნება ეს პოლიტიკოსის, მოქალაქის, თუ ჟურნალისტის მიერ ნათქვამი, რეალობად აქცევს და ზურგს უმაგრებს თქვენი სამსახური. არაერთხელ აღინიშნა, როგორც ჩემ მიერ, ასევე მინისტრის მიერ, ასევე უშიშროების საბჭოს მიერ, რომ შეიარაღებული ძალები საქართველოში ძლიერია, იმიტომ, რომ შეიარაღებულ ძალებთან ერთად დგას საზოგადოება. თქვენი მხარდაჭერის ხარისხი საზოგადოების მიერ უმაღლესია.

ეს ერთობა შეიარაღებული ძალებისა და საზოგადოების კიდევ უფრო უნდა განმტკიცდეს. საქართველო უნდა იყოს ძლიერი და შეუვალი თქვენი სიძლიერის გამო, მაგრამ არა მარტო იმიტომ, რომ თქვენ ხართ პროფესიონალები და თქვენ გაგაჩნიათ ძლიერი სამხედრო უნარები, არამედ იმიტომ, რომ თითოეული რიგითი მოქალაქე, თითოეული ქართველი, როგორც თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში, ისე ღმერთმა არ ქნას, შეიარაღებული კონფლიქტის დროს, დგას თქვენ გვერდით, ემსახურება სამშობლოს დაცვის ერთიან მიზანს. ამისთვის იდგმება სერიოზული ნაბიჯები, როგორც შეიარაღებული ძალების სისტემაში, ასევე პოლიტიკურადაც. ჩვენ მთელი საზოგადოება გაერთიანებული ვართ ერთი მიზნისთვის-დავიცვათ და გავამთლიანოთ ჩვენი სამშობლო!“,- აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის ახალი წესი 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება

14 ნოემბერი, 2018 , 17:45

დებულება სესხის გამცემი ყველა ორგანიზაციისათვის ერთდროულად შევა ძალაში. ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის დებულება 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ამ დებულების მიზანია საქ

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ერთიანი გარემოსდაცვითი საინფორმაციო სისტემების პრინციპების დანერგვა იგეგმება

14 ნოემბერი, 2018 , 17:45

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა ევროკავშირის პროექტის „ერთიანი გარემოსდაცვითი საინფორმაციო სისტემების პრინციპების და პრაქტიკის განხორციელება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნ

რელიგიური და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები აზერბაიჯანში შეიხი მირტაგი ასადოვის დაკავებას ეხმიანებიან

14 ნოემბერი, 2018 , 17:45

14 რელიგიური და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაცია აზერბაიჯანში შეიხი მირტაგი ასადოვის დაკავებას ეხმიანება. განცხადებას “მედიანიუსი” უცვლელად გთავაზობთ: ,,ხელმომწერი ორგანიზაციები შეშფოთებას გამოვხატავთ

რიჩარდ ლუგარის სახელობის კვლევით ცენტრში ექსპერტთა ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს

14 ნოემბერი, 2018 , 17:25

14 და 15 ნოემბერს, რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი „ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის შესახებ“ კონვენციასთან შესაბამისობის საკითხებზე ექსპერტთა ჯგუფის შეხვედრას მა

Mastercard-ი მომხარებელს წამახალისებელ გათამაშებას სთავაზობს

14 ნოემბერი, 2018 , 16:35

ვითიბი ბანკის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ჩაერთოს  Mastercard-ის წამახალისებელ გათამაშებაში. 7 ნოემბრიდან დეკემბრის ჩათვლით, Mastercard-ის ბარათით გადახდისას, ყველა ბარათის მფლობელს აქვს შანსი მოიგოს სამი მანქანი

წიგნის „ქართული ვაზის ჯიშები“ პრეზენტაცია გაიმართა

14 ნოემბერი, 2018 , 16:35

მწერალთა სახლში წიგნის „ქართული ვაზის ჯიშები“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც პროფესორ ლევან უჯმაჯურიძის, მწერალ გიორგი კაკაბაძის და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორის ლონდა მამასახლისაშვილის ავ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`