უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

27 ნოემბერი, 2018 13:15
font-size

ქართველ პოლიტიკოსებს აფხაზი ხალხისადმი რომანტიკული გრძნობები განსაკუთრებით არჩევნების წინ უჩნდებათ - ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერ ირმა ინაშვილს, რომელმაც მზადყოფნა გამოთქვა, აფხაზეთში ჩავიდეს აფხაზებთან პირდაპირი დიალოგის დასამყარებლად.

კოვეს თქმით, აფხაზური მხარე მიჩვეულია, რომ ქართველი პოლიტიკოსები წინასაარჩევნოდ იხსენებენ აფხაზეთის თემას.

„აფხაზურ საზოგადოებაში უკვე დიდი ხანია გამოიმუშავეს იმუნიტეტი მაღალი თანამდებობის ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან ამგვარი პოპულისტური განცხადებების მიმართ, რომლებსაც აფხაზი ხალხისადმი რომანტიკული გრძნობები განსაკუთრებით არჩევნების წინ უჩნდებათ.

გვიწევს, სამწუხაროდ, იმის კონსტატირება, რომ გასული წლების განმავლობაში საქართველოში არ ჩამოყალიბდა არცერთი სერიოზული პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია ადეკვატურად შეაფასოს ჩვენს რეგიონში შექმნილი რეალობა.

ამასთან დაკავშირებით მინდა ვურჩიო ქართველ კოლეგებს, გამოავლინონ პოლიტიკური სიმწიფე და მიიღონ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება - აღიარონ აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი“, - დაწერა კოვემ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

ცნობისთვის, „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები ოკუპირებულ აფხაზეთში გამგზავრებისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ.

„ჩვენ უნდა ვიზრუნოთ და ვიმოქმედოთ იმისათვის, რომ გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა. ამისათვის, დიახ, პირდაპირ უნდა ვესაუბროთ აფხაზებსა და ცხინვალის წარმომადგენლებს“, - განაცხადა ინაშვილმა.

რუსმა ოკუპანტებმა ორი ადამიანი გაიტაცეს

13 თებერვალი, 2019 , 15:40

რუსმა ოკუპანტებმა ზუგდიდის სოფელ განმუხურიდან ორი ადამიანი გაიტაცეს. 60 წლის ემილ გოგოხია და ზამირ მიქავა ოკუპანტებმა იარაღის მუქარით ოკუპაციის ხაზთან ცხენის ძებნის დროს დააკავეს. ერთ-ერთი გატაცებული სოფელ განმუხურის რწმ

ეუთო-ს თავმჯდომარე საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა

11 თებერვალი, 2019 , 12:56

ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი მიროსლავ ლაიჩაკი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. „ჩემი პირველი გაჩერება საქართველოში ვიზიტისას – ვიმყოფებოდი ადმინისტრაციულ

ყველამ ერთად უნდა შევძლოთ ერთიანი საქართველოს ფარგლებში, მშვიდობიანი თანაცხოვრების გაგრძელება- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განცხადება

9 თებერვალი, 2019 , 16:45

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებულ საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: "ამერიკის შეერთებული შტატები თანმიმდევრუალად ახორციელებს საქართველოს მხარდ

ხურვალეთთან საოკუპაციო რეჟიმის მიერ სათვალთვალო კოშკურის აღმართვის საკითხი - დღეს ერგნეთის შეხვედრა გაიმართება

8 თებერვალი, 2019 , 10:15

ერგნეთში დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა გაიმართება. ქართული მხარე შეხვედრაზე სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო რეჟიმის მიერ სათვალთვალო კოშკურის აღ

სოფელ ხურვალეთთან რუსმა ოკუპანტებმა სამუშაოები განაახლეს

7 თებერვალი, 2019 , 14:40

სოფელ ხურვალეთთან რუსმა ოკუპანტებმა დღეს დილიდან სამუშაოები განაახლეს. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ამ დროისთვის საოკუპაციო ხაზთან ექვსი რუსი სამხედრო იმყოფება. ისინი ხურვალეთსა და ოკუპირებულ სოფელ ძუკაანთკარ

საოკუპაციო რეჟიმმა ფაქტობრივად ერთადერთი სასუნთქი გზა გადაკეტა –ციხელაშვილი

7 თებერვალი, 2019 , 14:40

რაც ხურვალეთში ხდება, ეს არის საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ადამიანებისთვის გამოცხადებული ყოველდღიური ბრძოლა, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ცი