უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

16 ივლისი, 2020 15:16
font-size

ქართველ სტუდენტთა გერმანიაში დაბრუნების ხელშეწყობის მიზნით მთავრობამ კიდევ ერთი სუბსიდირებადი ფრენა დაამტკიცა - ნათია თურნავა

ქართველ სტუდენტებს, რომელთაც გერმანიაში დროზე ადრე დაბრუნება სურთ, მთავრობა ჩარტერულ რეისს სთავაზობს - ამის შესახებ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ისაუბრა.

ნათია თურნავას ინფორმაციით, სტუდენტთა ხელშეწყობის მიზნით მთავრობამ ორი დღის წინ კიდევ ერთი, ე.წ. სოციალური ჩარტერი დაამტკიცა. „ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ არის ქართველი სტუდენტების გარკვეული რაოდენობა, რომელთაც გერმანიაში სურთ ჩასვლა იმის გამო, რომ აქვთ დასაქმების კონტრაქტები. ჩვენ ამაზე ვიმსჯელეთ და მთავრობამ ორიოდე დღის წინ დაამტკიცა კიდევ ერთი ე.წ. სოციალური ჩარტერი, ანუ სუბსიდირებადი ფრენა - თბილისი-ბერლინი-თბილისი. შესაბამისად, ჩვენ გავითვალისწინეთ მათი თხოვნა“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, ნათია თურნავა სტუდენტებს მოუწოდებს, რეისზე ბილეთების შეძენის მიზნით დროულად მიმართონ სსიპ „ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტს“.

„ვინაიდან ეს არის სუბსიდირებადი ფრენა და, აქედან გამომდინარე, ბილეთების და ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, სტუდენტებს მოვუწოდებ, რომ დროულად მიმართონ ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტს - სსიპ-ს, რომელიც შექმნილია მთავრობის ადმინისტრაციის ფარგლებში და აუცილებლად წარადგინონ დასაქმების კონტრაქტები, რათა დაზღვეულები იყვნენ და აუცილებლად ჰქონდეთ ბორტზე ადგილები. აქედან გამომდინარე, ჩვენ მათ ხელს შევუწყობთ გერმანიაში დაბრუნების საკითხში“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ვახტანგ გომელაურმა სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკო

8 აგვისტო, 2020 , 14:20

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, მოადგილეებთან ერთად 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით, სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელების მემორიალი, გვირგვინით შეამკო დ

ამ ადამიანებმა ღირსეულ საქართველოს შესწირეს თავი და დღეს საქართველო არ არის ღირსეული - სალომე ზურაბიშვილი

8 აგვისტო, 2020 , 12:45

აგვისტოს ომის გმირები სამშობლოსა და ერთიანობისთვის დაიხოცნენ. ჩვენ კი ერთიანობის ნაცვლად, დაპირისპირებაზე ვართ გადასული, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ჟურ

თითოეული ჩვენგანის ვალია, გვახსოვდეს ყველა დაღუპული, ვემსახუროთ და მოვუაროთ ამ ქვეყანას, იმისთვის, რომ მივაღწიოთ საბოლოო მიზანს - ქვეყნის დეოკუპაციას - გიორგი გახარია

8 აგვისტო, 2020 , 12:45

თითოეული ჩვენგანის მოვალეობა და ვალია, გვახსოვდეს ყველა დაღუპული, ვემსახუროთ და მოვუაროთ ამ ქვეყანას, იმისთვის, რომ მივაღწიოთ საბოლოო მიზანს - ქვეყნის დეოკუპაციას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და ეს იქნება თითოეული ქა

საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა ორი პაციენტი

8 აგვისტო, 2020 , 12:10

საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს. მათი ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 216 შემთხვევაა დადასტურებუ

სოფელ მერეთში ფილმის - „უარყოფითი რიცხვები“, ჩვენება გაიმართა

8 აგვისტო, 2020 , 12:10

საოკუპაციო ხაზთან, სოფელ მერეთში უტა ბერიას ფილმის - „უარყოფითი რიცხვები“, ჩვენება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს. მათი ცნობით, ღონისძიება პროექტ „ზაფხულის კინოსკოლის&l

აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო შენობებზე საქართველოს დროშები დაუშვეს

8 აგვისტო, 2020 , 11:35

რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა. საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, დროშ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე