უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

10 იანვარი, 2017 16:35
font-size

ქართველებისთვისაც ისრაელი მეტად ემოციურია - გიორგი ჩოგოვაძე

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის და „ისრაელის სახლის“ ორგანიზებით, თბილისში სტუმრად მყოფი ისრაელის წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა „ისრაელის სახლში“ შეხვედრა გამართეს.

YNET-ის, ISRAEL HAYOM-ის, MASA ACHER-ის, NEWS-ის, WALLA-ს, PASSPORT NEWS-ის, NEWS OF TOURISM-ისა და MAKO-ს ჟურნალისტების ვიზიტის მიზანია საქართველო-ისრაელის ურთიერთობებისა და პერსპექტივების გაცნობა, საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესწავლა, ისრაელის პრესისა და საინფორმაციო სააგენტოებისთვის სტატიების მომზადება.

საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტმა და „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელმა იციკ მოშემ მედიატურის მონაწილეებს „ისრაელის სახლის“ საქმიანობა გააცნო და ესაუბრა ჰასბარას - ისრაელის საერთაშორისო მხარდაჭერის კამპანიასა და მეგობარ ქვეყნებთან ურთიერთობის ახალ სტრატეგიაზე.

იციკ მოშეს თქმით, „ისრაელის სახლის“ საპილოტო პროექტი, რომელსაც აქვს ქნესეთის ხელმძღვანელობის სრული მხარდაჭერა, წარმატებით განხორციელდა და გახდა მოდელი სხვა ქვეყნებისთვისაც ჰასბარას - ისრაელის საერთშორისო დიპლომატიური მხარდაჭერის კამპანიაში. ისრაელის მიმართ სოლიდარობის მიღწევის ერთ-ერთი წინაპირობა კი ქვეყნებთან პირდაპირი და სახელმწიფო ინტერესებზე ორიენტირებული ურთიერთობების დამყარებაა. ამ საქმეშიც „ისრაელის სახლმა“ მთავარი როლი შეასრულა, რისი კარგი მაგალითიცაა ხანუქას, თბილისში ისრაელის მხარდაჭერისადმი მიძღვნილი ორი მასშტაბური ღონისძიება, რომელსაც საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები და ისრაელის ქნესეთისა და მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

იციკ მოშემ ისრაელელ ჟურნალისტებს ისრაელ-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობების პერსპექტივებიც გააცნო და ისაუბრა ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე.

მისი თქმით, საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის და „ისრაელის სახლის“ თაოსნობით, საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების შესახებ შარშან ისრაელში ორი წიგნიც გამოიცა.

შეხვედრას დაესწრო საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, რომელმაც მედიატურის მონაწილეებისთვის საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია გამართა.

გიორგი ჩოგოვაძის თქმით, ისრაელი, საქართველოში ტურისტთა შემოსვლის მხრივ, ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა. 2016 წელს საქართველოს 100 ათასამდე ისრაელელი ტურისტი სტუმრობდა, მომავალში კი ამ რიცხვის მნიშვნელოვნად გაზრდას ელიან.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ისაუბრა იმ მარკეტინგულ პოლიტიკაზეც, რომელსაც უწყება ისრაელში აწარმოებს. მისი თქმით, აქტიურად თანამშრომლობენ ტურისტულ კომპანიენთან, ავიაკომპანიებთან, მონაწილეობენ თელ ავივის ტურისტულ გამოფენებში, აწყობენ მედიატურებს, რამაც მოიტანა უაღრესად დადებითი შედეგი.

„თუ ადრე საქართველოში ისრაელიდან ძირითადად ასაკოვანი ადამიანები ჩამოდიოდნენ, ახლა გაიზარდა ასაკობრივი ჯგუფები და მიზეზები, რომ საქართველო მოინახულონ. დღეს ისრაელელ ტურისტს ნახავთ ბათუმში მთაში, ზამთრის კურორტებზე თუ სოფლის მეურნეობის რეგიონებში. ქართველებისთვისაც ისრაელი მეტად ემოციურია და თუ ქართველი შეხვდება ისრაელელ ტურისტს, ცდილობს, თუ რამე სიტყვა იცის ივრითულად, ყველაფერი თქვას. საქართველოში ვიზიტორებისთვის ხელმისაწვდომი გავხადეთ რეისებიცა და ფასებიც, მოეწყო ინფრასტრუქტურა. ყოველივე ამან ქვეყანა კიდევ უფრო მიმზიდველი გახადა“ - განაცხადა ჩოგოვაძემ.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ჟურნალისტთა კითხვებს უპასუხა. მედიატურის მონაწილეები დაინტერესდნენ, რა ინვესტიციას ახორციელებდა საქართველოს მთავრობა თბილისის, როგორც დედაქალაქის, კიდევ უფრო წარმოჩენისთვის; რა გაკეთდა მთის კურორტებზე; საშუალოდ რამდენს ხარჯავდა ისრაელელი ტურისტი საქართველოში; არის თუ არა რაიმე სტიგმა ისრაელელ ტურისტთან დაკავშირებით ქვეყანაში; როგორია საქართველოსა და ისრაელის მთავრობების თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში; რა არის ის ატრაქცია, რომელსაც ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმღვანელი ეტყვის ისრაელელ ჟურნალისტებს და სხვა.

გიორგი ჩოგოვაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობა სერიოზულ ინვესტიციას დებს სხვადასხვა რეგიონის ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნაზე, თბილისი მაინც ძირითადი მიმღებია ვიზიტორების, რომელზეც ტურისტთა 43 პროცენტი მოდის და შესაბამისად, ყველაფერი კეთდება თბილისის პოპულარიზაციისთვის. რაც შეეხება მთის და ზამთრის კურორტებს, თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით ეწყობა ინფრასტრუქტურა, ტურიზმის ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს ისრაელელ დაინტერესებულ ჯგუფებთან, მათ შორის მოთხილამურეებთან, რათა მათთვისაც სასურველი გახდეს საქართველოს მთა და ზამთრის კურორტები.

ჩოგოვაძის ინფორმაციით, ისრაელელი ტურისტი საქართველოში 500 დოლარს მაინც ხარჯავს და ქვეყანაში ყოფნა სულ ცოტა 3 დღე უწევს. ქვეყნების მთავრობები ტურისტულ სფეროში აქტიურად თანამშრომლობენ, არსებობს მათ შორის სპეციალური ხელშეკრულებაც. ისრაელელი ტურისტისთვის კი ამ ქვეყანაში ყველაზე დიდი ატრაქცია ადამიანური ურთიერთობებიდან მიღებული ემოციაა.

ღონისძიების დასასრულს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა და „ისრაელის სახლის“ დირექტორმა გიორგი ბერნშტეინმა საქართველოში მოქმედი ისრაელური ტურისტული კომპანია „დორონ თრეველი“ დააჯლდოვეს სპეციალური სიგელით, ისრაელიდან და მსოფლიო ებრაელობიდან საქართველოში ყველაზე მეტი ტურისტის შემოყვანისთვის (20 ათასი ტურისტი წლიურად).

შემდეგ მედიატურის მონაწილეებმა და „ისრაელის სახლის“ დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა იციკ მოშემ გადაინაცვლეს თბილისში, ისრაელური ინვესტიციით მოქმედ ბუტიკ სასტუმროში „კორალ“ (დ.უზნაძის ქ. #113ბ), სადაც იციკ მოშემ გამართა პრეზენტაცია, თემაზე „ინვესტიციები სასტუმროებში ისრაელიდან - შედეგები“.

შეხვედრაზე იციკ მოშემ ხაზი გაუსვა თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ისრაელის პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის საუბრის თემას, რომელიც ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით არსებულ პროგრესზე, ისრაელის კომპანიების მხრიდან საქართველოში განხორციელებულ ინვესტიციებსა და ვიზიტორების ზრდას შეეხებოდა.

საქართველოში სტუმრად მყოფი ისრაელელი ჟურნალისტები ვიზიტს აგრძელებენ. ისინი დაათვალიერებენ თბილისის ღირსშესანიშნაობებს და ეწვევიან რეგიონებს.

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

18 მარტი, 2024 , 13:04

მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის

იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა ხუთი პროცენტით შემცირდა - საქსტატი

13 მარტი, 2024 , 13:09

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 941.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის

2023 წელს, წინა წელთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 24 პროცენტით შემცირდა - საქსტატი

11 მარტი, 2024 , 12:03

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წელს 1 594.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 24.0 პროცენტით ნაკლებია 2022 წლის დაზუსტებულ მ

შუა დერეფანი სრულად თუ განვითარდება, არსებობს ეკონომიკური განვითარების უზარმაზარი პოტენციალი - როლანდ პრაისი

27 თებერვალი, 2024 , 12:41

შუა დერეფანი სრულად თუ განვითარდება, არსებობს ეკონომიკური განვითარების უზარმაზარი პოტენციალი, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, როლანდ პრაისმა შუა დერეფნის პოტენციალის ათვისები

ეკონომიკის ოლიმპიადაზე რეგისტრაცია დაიწყო - პროექტის მხარდამჭერია „საქართველოს ბანკი“

21 თებერვალი, 2024 , 12:57

საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის (GELi) ორგანიზებით და „საქართველოს ბანკის“ მხარდამჭერით, ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური ეკონომიკის რიგით მეორე ოლიმპიადა გაიმართება. „საქართველოს ბანკი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი