უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

1 ნოემბერი, 2017 11:45
font-size

ქართველი ადვოკატების ახალი შესაძლებლობები - ისრაელის ადვოკატთა ასოციაციასთან მემორანდუმი გაფორმდა

31 ოქტომბერს ისრაელში, ქ. თელ-ავივში ისრაელისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციების საერთაშორისო ურთიერთობათა მდივნებმა - თამარ საკერდოტმა და დავით ასათიანმა ასოციაციაციებს შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა დაგროვილი გამოცდილების, საუკეთესო პრაქტიკისა და ინფორმაციათა გაზიარება იურიდიული პროფესიის გაძლიერების მიზნით, შეხვედრების მუდმივი ფორმირება განგრძობადი იურიდიული განათლების მხარდაჭერისათვის.

ამავე მემორანდუმით მხარეებმა დაგეგმეს იურიდიული ფირმებისა და კერძო პრაქტიკის მქონე ადვოკატთა ქსელის შექმნა ორ ქვეყანას შორის ადვოკატთა ურთიერთ-კავშირის გაძლიერებისათვის. მუდმივ ხასიათს მიიღებს ხელმომწერ ასოციაციებს შორის სამართლისა და ადვოკატის პროფესიის აქტუალურ საკითხებზე კონფერენციების, სამუშაო შეხვედრებისა და სემინარების ორგანიზება როგორც ადვოკატების, ასევე ბიზნესის წარმომადგენლებისა და ინვესტორების მონაწილეობით.

მემორანდუმი საქართველოს და ისრაელის ადვოკატებს ფართო შესაძლებლობას აძლევს, აიმაღლონ კვალიფიკაცია და მიიღონ ორივე სახელმწიფოში აკრედიტებული სერტიფიკატები და გაიზიარონ საერთაშორისო გამოცდილება.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ის უპრეცედენტო მიღწევა, რომელიც გულისხმობს ისრაელის ადვოკატებისა და საადვოკატო ბიუროების მხრიდან საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის ტურისტების, ემიგრანტების, ვიზიტორების სამართლებრივ მხარდაჭერას ისრაელის ტერიტორიაზე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თავად ისრაელის ადვოკატთა ასოციაციის სათანადო ჩართულობას ისრაელის საელჩოს მეშვეობით.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სახელით მოლაპარაკებებს აწარმოებდა ასოციაციის საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, დავით ასათიანი.

“მინდა ჩვენი კორპუსის წევრებს მივულოცო ეს წარმატება და აქვე დავძენ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია - მემორანდუმის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება დაიგეგმა, რაც კიდევ ერთი შესაძლებლობაა ქართველი ადვოკატებისათვის მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება და მხარდაჭერა” - განაცხადა დავით ასათიანმა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

23 აპრილი, 2024 , 15:39

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა. პროექტის ჯამ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი