უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

11 მარტი, 2018 11:43
font-size

ქართველი აგრონომების ცოდნის ასამაღლებლად USAID მხარდაჭერით პროგრამა განხორციელდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ბროკ ბირმენიმ პრაქტიკოს აგრონომების ტრენინგ პროგრამის დახურვის ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.

პროგრამაში ჩართული იყო საქართველოს 10 რეგიონი. 7 ქალაქში 96 თეორიული და 60 პრაქტიკული სესია ჩატარდა და მასში მონაწილეობდნენ მაღალკვალიფიციური ექპერტები.

როგორც მინისტრის მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ აღნიშნა, აშშ სოფლის განვითარების კუთხით საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი მხარდამჭერი ქვეყანაა.

„ექსტენციის სისტემის განვითარება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი დარგის განვითარებისთვის, ვინაიდან სწორედ ექსტენციის მეშვეობით ფერმერთან ჩვენ მიგვაქვს ცოდნა და ინფორმაცია სოფლის მეურნეობაში ახალი ტექნოლოგიების შესახებ, რათა ამაღლდეს მათი კონკურენტუნარიანობა. ეს პროექტი ამას ემსახურებოდა, რომ ჩვენი საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების თანამშრომლებმა, რომლებიც უშუალოდ მუშაობენ ფერმერებთან, ამ სასერთიფიკაციო კურსებში აღიჭურვნენ ახალი უნარჩვევებით, როგორც თეორიული ისე პრაქტიკული და სამომავლოდ ამ ცოდნას გადასცემენ ფერმერებს,“ - განაცხადა ნოდარ კერესელიძემ.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის მსგავსი პროექტების განხორციელება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვასწავლოთ ფერმერებს და გავუზიაროთ მათ ის ინფორმაცია, რაც მართლა გამოადგებათ მომავალში, ჩვენ ვაძლევთ იმის საშუალებას, რომ თავიანთი ცოდნა გაუზიარონ სხვებსაც, რათა უფრო მეტად შეუწყონ ხელი სოფლის მეურნეობის განვითარებას,“ - განაცხადა ბროკ ბირმენიმ.

პროგრამის ფარგლებში, საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომლებმა პრაქტიკოსი აგრონომების ცოდნის გაღრმავება, ახალი სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების, მცენარეთა დაცვის ინტეგრირებული სისტემის, არატრადიციული კულტურების და ახალი ჯიშების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს ექსტენციის სერვისის ეფექტიანობის გაზრდას. რეგიონალურ უნივესრიტეტებში ჩატარდა რამდენიმე სემინარი ისეთ აქტუალურ თემებზე, როგრიცაა მავნებლებთან ბრძოლის ღონისძიებებია.

პროგრამა განხორციელდა საქართველოს აგრარული და სამი რეგიონული უნივერსიტეტის მეშვეობით, და საქართველოს მასშტაბით, მასში მონაწილეობა მიიღო საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების 103-მა თანამშრომელმა.

ოზურგეთის საკრებულოში მოშიმშილე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბესო ქათამაძე შეუძლოდ გახდა

21 ივნისი, 2018 , 17:45

ოზურგეთის საკრებულოს შენობაში მოშიმშილე საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, რადგან პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე, ბესო ქათამაძე შეუძლოდ გახდა. მან საავადმყოფოში გ

ბათუმში ბარაკის ტიპის სახლი დაიწვა

21 ივნისი, 2018 , 17:35

ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის სახურავი და საყოფაცხოვრებო ნივთები დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ არ დაშავებულა. ხანძრის დროს ბარაკის ტიპის საცხოვრებელ სახლში არავინ არ იმყოფებოდა. ამ დროისთვის ხანძრის

დის დაჭრაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა მიესაჯა

21 ივნისი, 2018 , 16:00

ზუგდიდში, დის დაჭრაში ბრალდებულ ლ.ნ.-ს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.  ზუგდიდში, დადიანების ეზოში ძმამ და დანით 19 ივნისს დაჭრა. სამართალდამცავებმა მამაკაცი მომხდარიდან მალევე დააკავეს.

ზვიად კვაჭანტირაძე ავარიაში მოყვა

21 ივნისი, 2018 , 12:20

ქუთაისის პარლამენტიდან თბილისში დაბრუნების დროს უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე ავარიაში მოყვა. დეპუტატის სამსახურეობრივ ავტომობილს სამარშუტო ტაქსი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევა ზესტაფონშ

„კულტურა საზღვრებს გარეშე“ - პროექტის მეორე ეტაპი

21 ივნისი, 2018 , 11:15

10 მაისიდან - 28 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, ხორციელდება ა(ა)იპ „1 ეკვილიბრიუმის“ მიერ ინიცირებული პროექტი ,,კულტურა საზღვრებს გარეშე". პროექტის ფარგლებში დაგ

დაბა მანგლისში მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის საველე სამუშაოები მიმდინარეობს

20 ივნისი, 2018 , 16:05

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის ფარგებში საველე აგეგმვით/აზომვით სამუშაოებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისში ახორციელებს. ამ ეტაპისთვის დაბა მანგლისში აზომილი და

ვიდეო გალერეა

სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან