უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

21 აპრილი, 2017 14:15
font-size

ქართველი კარატისტების 5 მედალი ევროპის ჩემპიონატიდან

დანიის ქალაქ როსკილდში გამართულ კონტაქტური კარატეს ევროპის ჩემპიონატზე, სადაც ევროპის 30 ქვეყნის 400-მდე სპორტსმენი ასპარეზობდა საქართველოს ეროვნულმა და ახალგაზრდულმა ნაკრებმა ჯამში 5 მედალი მოიპოვა - 1 ოქრო; 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო. ამასთან, საქართველოს დელეგაციამ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მეორედ მიიღო, 2016 წლის თბილისის ევროპირველობის შემდეგ.

20 აპრილს, სამინისტროში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებულ კიოკუშინკაი კარატეს ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებს შეხვდა.

მინისტრმა და კარატისტებმა ევროპირველობა შეაჯამეს, რომელზეც ახალგაზრდებში ჩემპიონის ტიტული ნიკოლოზ ნავროზაშვილმა (-60 კგ) მოიპოვა, ხოლო ოთარ ესიტაშვილმა (-80 კგ) ვერცხლის მედალი დაისაკუთრა. დიდებში 75კგ. კატეგორიაში, კვარცხლბეკზე ერთდროულად ორი ქართველი ავიდა - გამოცდილი ევროპის ორგზის (2009; 2011) ჩემპიონი მიხეილ წიკლაური, ამჯერად ვერცხლის მედალს დასჯერდა, ხოლო თენგიზ ბასტოიანი ბრინჯაოს მფლობელი გახდა.

კიდევ ერთი მედალი ლევან ვერულიძემ (-85 კგ) მოიპოვა. კარატისტები დანიაში ჩემპიონობის გარდა მსოფლიო ჩემპიონატის ლიცენზიებისთვისაც იბრძოდნენ. თბილისში გამართულ და წლეულს დანიაში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე უნდა გადაწყვეტილიყო 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ლიცენზიანტთა ვინაობა. მიხეილ წიკლაური, შარშან თბილისში გამართული ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი იყო და მსოფლიო ჩემპიონატის ლიცენზიაც მოპოვებული ჰქონდა და წლევანდელი ვერცხლის მედლით, შარშანდელი საკუთარი შედეგის გაუმჯობესების წყალობით, თენგიზ ბასტოიანს მსოფლიო ჩემპიონატის ლიცენზიის აღებაში დაეხმარა.

ლიცენზია დაისაკუთრა ლევან ვერულიძემაც (-85 კგ), მსოფლიოს პირველობის მე-4 ლიცენზიის მფლობელი კი ანდრო ზინჩენკოა (65 კგ), რომელმაც მსოფლიოს პირველობის ლიცენზია თბილისურ ევროპირველობაზე გამარჯვებით მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ აქამდე, კონტაქტური კარატეს ისტორიაში საქართველოს 4 ლიცენზია არასდროს ჰქონია. მსოფლიოს ჩემპიონატი 1-2 ივლისი, ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ჩატარდება.

28-29 მარტს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

27 მარტი, 2024 , 13:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 30 მარტს გაწვიმდება. „თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მო

საქართველო, ისრაელი, მსოფლიო ებრაელობა - 35 წელი ურთიერთობების დაწყებიდან

27 მარტი, 2024 , 12:10

საქართველოს ისრაელის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის  ხელმძღვანელის და ქნესეთში ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავიდ ბიტანის ხელმძღვანელობით დელეგაცია  ეწვევა. სტუმრების მასპინძელია „ისრაე

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა

25 მარტი, 2024 , 18:59

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა. „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ და &bd

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს ფიქრი, რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიის სახით და რა უნდა ვაკეთოთ ეკლესიისა და ქვეყნის უფრო განვითარებისთვის - მეუფე შიო მუჯირი

25 მარტი, 2024 , 17:35

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს, ვიფიქროთ იმაზე, თუ რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიური ეკლესიის სახით, რა დიდი საუნჯეა ეს და დავფიქრდეთ, თუ რა უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ არა მხოლოდ შენარჩუნდეს ეს დ

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

25 მარტი, 2024 , 13:51

26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ძველ თბილისში ibis Styles - ის ბრენდის ახალი სასტუმრო აშენდება

25 მარტი, 2024 , 13:44

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი,  სტუმარ - მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „კალა უბანი“ ibis Styles-ის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი