მოზაიკა


ქართველი ლეგენდები „მილანის’ ლეგენდებმა დაამარცხეს
საქართველოს ნაკრებისა და იტალიური საფეხბურთო კლუბის, „მილანის“ ლეგენდების მატჩი თბილისში სტუმართა გამარჯვებით დასრულდა. ამხანაგურ შეხვედრას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონმა უმასპინძლა. თამაშის ძირითადი დრო ფრედ: 2:2 დასრულდა, რის შემდეგაც პენალტების სერია დაინიშნა.
ანგარიში 38-ე წუთზე გაიხსნა. გოლი ცვლილებაზე შესულმა გიორგი დემეტრაძემ ალექსანდრე იაშვილის ზუსტი გადაცემის შემდეგ გაიტანა. „მილანმა“ ანგარიში 56-ე წუთზე გაათანაბრა. კაფუს გადაცემის შემდეგ მეტოქის კარში ბურთი თავური დარტყმით მარკო ბორიელომ გაიტანა. ქართველი ლეგენდები 67-ე წუთზე კვლავ დაწინაურდნენ. გოლი ამჯერად დავით სირაძის ანგარიშზე აღმოჩნდა. მალევე, 69-ე წუთზე, მეტოქის კარში ბურთის გატანა კლარენს ზეედორფმა რიკარდო კაკას გადაცემის შემდეგ შეძლო და ძირითადი დროც 2;2 დასრულდა.
პენლტების სერიაში კი სტუმრებმა იმარჯვეს და მასპინძელი გუნდი ანგარიშით - 3:1 დაამარცხეს.
შეხვედრაში „მილანის“ მაისურით რივალდომ, კაკამ, კაფუმ, ზეედორფმა და სხვა ცნობილმა ვეტერანმა ფეხბურთელებმა ითამაშეს. საქართველოს ნაკრების ღირსებას კი, სხვებთან ერთად, კახა კალაძე, ლევან კობიაშვილი, შოთა არველაძე, გიორგი ქინქლაძე, ალექსანდრე იაშვილი იცავდნენ.
ამხანაგური მატჩი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის მერიის ორგანიზებით გაიმართა.

Easyjet Traveller თბილისის შესახებ სტატიას ავრცელებს
14 თებერვალი, 2025 , 11:14
საქართველო საბავშვო ევროვიზია 2024-ის გამარჯვებული გახდა
18 ნოემბერი, 2024 , 08:39
`დიასპორები იერუსალიმისკენ` - ისრაელის წარმოდგენა თბილისის საერთაშორისო ფესტივალზე
9 სექტემბერი, 2024 , 15:35

თბილისი რიგით 27-ე ჯაზფესტივალს მასპინძლობს
23 მაისი, 2024 , 15:54

“La Gazzetta Dello Sport” უკვე ქართულ მედიასივრცეშია
1 თებერვალი, 2024 , 15:01

სახელოვანი ვიოლონჩელისტი იან მაკსინი საქართველოში კონცერტებს მართავს
29 იანვარი, 2024 , 17:02