უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

15 იანვარი, 2020 15:05
font-size

ქართველი მოსწავლეები საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადიდან 16 მედლით დაბრუნდნენ

ქართველი მოსწავლეები ქალაქ ალმატიში გამართულ ჟაუტიკოვის მე-16 საერთაშორისო ოლიმპიადიდან უპრეცენდენტო შედეგით დაბრუნდნენ, მათ 16 მედლის მოპოვება შეძლეს. ამის შესახებ „მედიანიუსს“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ასპარეზობა მიმდინარე წლის 8-12 იანვარს გაიმართა და მასში 21 ქვეყნის 84 გუნდის 600-მდე მოსწავლე მონაწილეობდა.

„ოლიმპიადაში თბილისის კომაროვის 199-ე, ვეკუას 42-ე და ქუთაისის რაზმაძის სახელობის 41-ე ფიზიკა-მათემატიკური სკოლის გუნდები იღებდნენ მონაწილეობას. ქართველმა მოსწავლეებმა 16 მედალი მოიპოვეს (3 ოქრო, 5 ვერცხლი და 8 ბრინჯაო). 16-დან 13 მედალი (3 ოქრო, 5 ვერცხლი და 5 ბრინჯაო) კომაროველებს ერგოთ. შესაბამისად, კომაროვის სახელობის 199-ე სკოლის გუნდმა მესამე საპრიზო ადგილიც (რეიტინგით მეხუთე ადგილი) მოიპოვა.

ოქროს მედლებით დაჯილდოვდნენ: თეიმურაზ თოლორაია - აბსოლუტური პირველი ადგილი (მათემატიკა-კომაროვი), ნიკოლოზ ბირკაძე (მათემატიკა - კომაროვი) და ანა ონოფრიშვილი (მათემატიკა - კომაროვი).

განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მწვრთნელებს შორის გამართულ შეჯიბრში პირველი ადგილი პედაგოგებმა - ლელა მამულაშვილმა (მათემატიკა - ვეკუა) და მიხეილ სოხაშვილმა (ფიზიკა - კომაროვი) მოიპოვეს. მესამე ადგილზე კი, ვახტანგ შეკიშვილი (ინფორმატიკა - რაზმაძე), ლუკა ხიზანიშვილი (ფიზიკა - ვეკუა) და თეიმურაზ კალატოზი (ფიზიკა - კომაროვი) გავიდნენ.
პრესტიჟულ საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებში საქართველოს გუნდების მონაწილეობას და ყველა საჭირო ფინანსურ ხარჯს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უზრუნველყოფს.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში შეჯიბრება წლის განმავლობაში რამდენიმე იმართება მსოფლიოს სხავადასხვა ქვეყანაში, სადაც ყოველთვის წარმატებით მონაწილეობენ ჩვენი ქვეყნიდან წარგზავნილები. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბოლო წლებში განსაკუთრებით გაიზარდა მოსწავლეების მიერ მიღწეული შედეგები როგორც ეროვნულ ისე, საერთაშორისო ოლიმპიადებში.

ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერების განვითარება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტია, შესაბამისად, ფიზიკა-მათემატიკური სკოლების გაძლიერება, ამ სკოლების თანამედროვე ტექნიკითა და ლაბორატორიებით აღჭურვა ზრდის მოსწავლეებში მოტივაციას და ხელს უწყობს მათ დაინტერესებას მეცნიერებით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ჰოლოკოსტის მსხვერპლთა დღეს ჩვენ მტკიცედ ვამბობთ, რომ ეს აღარასდროს განმეორდება - არჩილ თალაკვაძე

27 იანვარი, 2021 , 17:40

დღეს პატივს მივაგებთ იმ ადამიანთა ხსოვნას, რომლებიც ჰოლოკოსტს ემსხვერპლნენ. ჰოლოკოსტი სიტყვებით დაიწყო და გაგრძელდა მილიონობით უდანაშაულო ადამიანის შემზარავი მკვლელობით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯ

ამ დროისთვის, ირანულმა მხარემ საზღვარზე შეჩერებული ტრანსპორტის გატარება დაიწყო - საგარეო საქმეთა სამინისტრო

27 იანვარი, 2021 , 17:40

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, ირანულმა მხარემ საზღვარზე შეჩერებული ტრანსპორტის გატარება დაიწყო. როგორც "მედიანიუსს" უწყებიდან აცნობეს, მათმა ნაწილმა უკვე გადაკვეთა საზღვარი და დარჩენი

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2969 ლარი გახდა

27 იანვარი, 2021 , 17:20

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2969 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3011 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა

27 იანვარი, 2021 , 17:20

2021 წლის 27 იანვარს, გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.2964 შეადგინა. წელს ეს ეროვნული ბანკის მიერ რიგით მეორე სავალუტო ინტ

მზიურის სკვერთან 2100 კვადრატულ მეტრს ოთარ ფარცხალაძეზე გადასაცემად ამზადებენ - მერიიის სკანდალური გადაწყვეტილება და აუქციონი

27 იანვარი, 2021 , 16:35

დედაქალაქის ცენტრში, მზიურის სკვერთან 2100 კვადრატულ მეტრს კალაძის უწყება სარეკრერაციო ზონის სტატუსს უცვლის და მას ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირზე - ყოფილ პროკურორზე, ოთარ ფარცხალაძეზე გადასაცემად ამზადებს.  

ოპოზიციას მათივე განცხადებების საფუძველზე შეუწყდება უფლებამოსილება - მამუკა მდინარაძე

27 იანვარი, 2021 , 15:25

ჩვენ გუნდის გადაწყვეტილება უკვე გავახმოვანეთ და ვთქვით, რომ ბუნებრივია, მათ შეუწყდებათ უფლებამოსილება მათივე განცხადებების საფუძველზე, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინა