უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

25 აგვისტო, 2016 12:00
font-size

ქართველი ოლიმპიელები საქართელოში დაბრუნდნენ

ქართველი ოლიმპიელები ბრაზილიიდან სამშობლოში დაბრუნდნენ.

მათ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. იყო მილოცვები და ემოციური მიმართვები.

როგორც ჟურნალისტებთან საუბარში ოლიმპიურმა ჩემპიონმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა განაცხადა, მან სპორტულ კარიერაში მიზანს მიაღწია.

„ძალიან გახარებული ვარ. ჩემს სპორტულ კარიერაში ჩემს მიზანს მივაღწიე და კმაყოფილი და გახარებული ვარ. ამ ხალხმა ორმაგად გამახარა იმიტომ, რომ ამაზე მეტი ბედნიერება რა შეიძლება იყოს, რომ ამხელა ქვეყანას ახარებ“,-განაცხადა სპორტსმენმა.

ოქროს მედალოსან ლაშა ტალახაძის თქმით კი, მან გამარჯვების ემოცია სრულყოფილად მხოლოდ სამშობლოში ჩამოსვლის შემდეგ იგრძნო.

„ემოცია პირადად ჩემში ახლა უფრო იგრძნობა. მაშინ, ამ ყველაფერს ვერ განვიცდიდი. ახლა მივხვდი, თუ რა გავაკეთეთ ქართველმა სპორტსმენებმა ჩვენი ქვეყნისთვის და ამ ადამიანებისთვის“,-განაცხადა ტალახაძემ.

მედიასთან საუბარში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა განაცხადა, რომ მას ასეთი არნახული მხარდაჭერა და გულშემატკივრობა დიდი ხანია არ უნახავას.

„ამისთვის განსაკუთრებული მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი თანამშრომლობით, თანადგომით ჩვენ შევძლებთ, რომ არაერთხელ გავახაროთ ჩვენი გულშემატკივარი“,-განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებში, რომელიც რიო დე ჟანეიროში 5 -21 აგვისტოს ჩათვლით მიმდინარეობდა, ქართველმა სპორტსმენებმა ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ოთხი ბრიჯნაოს მედლის მოპოვება შეძლეს.

მონიკა დავლიანიძე

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი