საზოგადოება


ქართველმა ჟურნალისტებმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე აქცია გამართეს
დღეს პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ჟურნალისტთა ნაწილმა აზერბაიჯანელი კოლეგის, აფგან მუხთარლის სოლიდარობის აქცია გამართეს. მათ მოულოდნელად პოლიეთილენის პარკები ჩამოიცვეს თავზე და მუხთარლის ფოტოები გამოფინეს.
ერთ-ერთი ვერსიით, რომელიც მუხთარლის ნაამბობს ეყრდნობა, ის თბილისიდან ბაქოში ტომარაჩამოცმული გაიტაცეს.
შეგახსენებთ, ქართველმა ჟურნალისტებმა აფგან მუხთარლის მხარდამჭერი აქციები გამართეს მთავრობის ადმინისტრაციასთან, მოდულის შენობასთან და პარლამენტთან. ისინი მოითხოვდნენ საქმის დროულ გამოძიებას, კერძოდ, იმის დადგენას, როგორ მოხდა მუხთარლი აზერბაიჯანში.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი 29 მაისს გაუჩინარდა. მომდევნო დღეს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჟურნალისტი ბაქოს სახელმწიფო საზღვრის სამსახურის საგამოძიებო განყოფილებაში იმყოფებოდა. მუხთარლი აზერბაიჯანის საზღვარზე უკანონოდ გადაკვეთისა და დეკლარაციის გარეშე დიდი ოდენობით თანხის გადატანის ბრალდებით დააკავეს.
აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის განცხადებით, მუხთარლიმ საზღვარი პასპორტის გარეშე გადაკვეთა.
31 მაისს მუხთარლის სასამართლო პროცესი გაიმართა. მას სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მას ბრალი წაუყენეს სამი მუხლით: საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, კონტრაბანდა და სამართალდამცავებისათვის წინააღმდეგობის გაწევა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:

16 წლის მოზარდის ცხედარი 20-დღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს
17 თებერვალი, 2019 , 17:28

დეკანოზი გიორგი მამალაძე მისმა მოძღვარმა, მამა ნიკოლოზმა კლინიკაში აზიარა
16 თებერვალი, 2019 , 22:54

დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია - ადვოკატი
16 თებერვალი, 2019 , 20:32
მედიაციის სასერტიფიკატო ტრენინგების ციკლი დაიწყო
16 თებერვალი, 2019 , 19:25

უკანონოდ მიჩნეული ხორცის განთავსების ფაქტები სამომხმარებლო ბაზარსა და კვების ობიექტებში აღკვეთილია - სურსათის ეროვნული სააგენტო
16 თებერვალი, 2019 , 17:01

თბილისში ხეების სანიტარიული ჭრა კერძო საკუთრებაში არსებულ ნაკვეთებშიც იწყება
16 თებერვალი, 2019 , 14:20