უკან

საზოგადოება

10 დეკემბერი, 2018 14:00
font-size

ქართველმა წყალშიმხტომელებმა მინსკში 2 ოქროსა და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვეს

ქართველმა წყალშიმხტომელებმა მინსკში გამართულ ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე 2 ოქროსა და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვეს.

შეჯიბრზე 80 სპორტსმენი მონაწილეობდა, მათ შორის საქართველოს ნაკრების წევრები - თორნიკე ონიკაშვილი და სანდრო მელიქიძე. ქართველმა სპორტსმენებმა წყვილთა შორის 3 მეტრიდან სინქრონულ ხტომაში საუკეთესო შედეგი 338 ქულა დააგროვეს და ოქროს მედალი აიღეს.

ონიკაშვილმა პირველი ადგილი ინდივიდუალურ შეჯიბრშიც დაიკავა. 18 წლის სპორტსმენმა 3 მეტრიანი ტრამპლინიდან ხტომაში 354 ქულა მოიპოვა, რაც მისი პირადი რეკოდია. ამავე დისციპლინაში მეორე პოზიციაზე გავიდა სანდრო მელიქიძე. 1 მეტრიდან ხტომაში კი ონიკაშვილმა ვერცხლის მედალიც მოიგო.

ქართველ წყალშიმხტომელებს 2019 წელს წინ ორი მნიშვნელოვანი ტურნირი ელოდებათ. მსოფლიო უნივერსიადა ივლისში ნეაპოლში ჩატარდება. ევროპის ჩემპიონატს კი აგვისტოში კიევი უმასპინძლებს.

სოციალური მუშაკები გაიფიცნენ

25 მარტი, 2019 , 10:15

სოციალური მუშაკები მთელი საქართველოს მასშტაბით გაიფიცნენ. ისინი მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას მართავენ. სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკები მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობას აპროტესტებენ. ისი

თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

25 მარტი, 2019 , 10:15

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 სა

განახლდა ბიძინა ივანიშვილის ბრძოლა მთის მოსახლეობასთან - ლაშა ჩხარტიშვილი

23 მარტი, 2019 , 20:34

ლეიბორისტული პარტია ჰესებისა და ატომური ელექტროსადგურების მშენებლობას აპროტესტებს. პარტიის უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელის, ლაშა ჩხარტიშვილის განმარტებით, მშენებლობა ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება, რაც მოსა

ვინ აიძულებს ივანიშვილს ხელისუფლების გადაბარებას - სანდრო ბრეგაძე სკანდალურ პოსტს ავრცელებს

23 მარტი, 2019 , 16:26

"ქართული მარშის" ერთ-ერთი ლიდერი, სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში ხელისუფლების შეცვლის გეგმაზე წერს, რომელიც შესთავაზა ამერიკამ ბიძინა ივანიშვილს. “გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ !!! 2 კვირის წინ ამერიკის სახელმწიფო დე

„ნუ ჩამაბეტონებ!` - დიდ დიღომში მოსახლეობამ აქცია გამართა

23 მარტი, 2019 , 14:57

„ნუ ჩამაბეტონებ!" - ამ მოთხოვნით დიდ დიღომში, მირიან მეფის ქუჩის მიმდებარედ არსებულ სკვერში, მოსახლეობამ აქცია გამართა და საფეხბურთო სტადიონზე დაწყებული მშენებლობა გააპროტესტა. აქციის მონაწილეების თქმით, შპს აკა დე

საქართველოს საელჩო საფრანგეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

23 მარტი, 2019 , 13:05

საფრანგეთში საქართველოს საელჩო საფრანგეთში მცხოვრები ან ტურისტული მიზნით მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს. „როგორც მოგეხსენებათ, შაბათს, მ.წ. 23 მარტს, პარიზსა და საფრანგეთის რამდენ