უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
რეგიონები
ქართველმა მეზღვაურებმა ~ქართულ ოცნებას~ მხარდაჭერა გამოუცხადეს 03.08.2012 18:47

დღეს ბათუმში “საქართველოს მეზღვაურთა დამოუკიდებელი პროფკავშირის” ინიციატივით, მეზღვაურთა აქცია გაიმართა.

აქციის ორგანიზატორებმა საზღვაო სფეროში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს და განაცხადეს, რომ მათ არსებული ხელისუფლების იმედი არ აქვთ და მხარს კოალიცია “ქართულ ოცნებას” უჭერენ.

“ვუერთდებით 5 აგვისტოსთვის ბათუმში დაგეგმილ აქციას, მხარს ვუჭერთ ბიძინა ივანიშვილს და ბათუმის მაჟორიტარ კანდიდატ მურმან დუმბაძეს”, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

აქციას „საქართველოს თევზის მეურნეობის კავშირიც“ შეუერთდა.