უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

14 ივლისი, 2017 12:50
font-size

„ქართველთა მარშის“ მონაწილეებისგან აგრესიისა და ძალადობის გამოვლენის საფრთხე არსებობს - კოალიცია „არა ფობიას“ ხელისუფლებას მიმართავს

სამოქალაქო პლატფორმაში - „არა ფობიას“ გაერთიანებული არასამთავრობოი ორგანიზაციები მოუწოდებენ ხელისუფლებას, რომ მიიღოს სათანადო ზომები, რომ დღეს დაგეგმილ „ქართველთა მარში“ მანიფესტაციის კანონის ჩარჩოებში დარჩეს და თავიდან იქნას აცილებული რასისტულ და ქსენოფობიურ ნიადაგზე ნებისმიერი ძალადობის გამოვლინება.

მესამე სექტორის განცხადებით, ე.წ. მარშის ორგანიზატორებისა და მასში მონაწილე რადიკალური ულტრანაციონალური ჯგუფებისგან მოსალოდნელია აგრესიისა და ძალადობის გამოვლენის საფრთხე.

„სამოქალაქო პლატფორმა „არაფობიას“ წევრი ორგანიზაციები ვეხმაურებით 2017 წლის 14 ივლისს დაანონსებულ ე.წ. ქართველთა მარშს, რომლის შესახებაც ინფორმაცია 2017 წლის 29 ივნისს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილმა მოადგილემ სანდრო ბრეგაძემ, სოციალურ ქსელ facebook-ის პირად გვერდზე გაავრცელა და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მიიღოს სათანადო ზომები, რათა უზრუნველყოფილი იყოს მანიფესტაციის კანონის ჩარჩოებში დარჩენა და თავიდან იქნას აცილებული რასისტულ და ქსენოფობიურ ნიადაგზე ნებისმიერი ძალადობის გამოვლინება.

სანდრო ბრეგაძე, რომელიც ჯერ კიდევ თანამდებობაზე ყოფნისას გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიით უმციერესობების ჯგუფების მიმართ და მის მიერ სიძულვილის ენის გამოყენებისა და ძალადობისკენ მოწოდების გამო, არაერთხელ გამხდარა სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკის ობიექტი, ამჯერად საზოგადოებაში ქსენოფობიური და რაისისტული განწყობის გაღვივებას საქართველოში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედებების მაგალითით ცდილობს. მის მიერ გავრცელებულ მიმართვაში ასევე ვხვდებით ფსევდო-ეროვნულ სენტიმენტებსა და მოსახლეობისადმი მოწოდებას, მონაწილეობა მიიღონ საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად ირანელი, არაბი, აფრიკელი და ა.შ. ადამიანების ქვეყნიდან გაძევების მოთხოვნით დაგეგმილ ე.წ. „ქართველთა მარშში“. აღსანიშნავია, რომ მარშს სხვა რადიკალური ულტრანაციონალისტური ჯგუფებიც შეუერთდნენ.

მცდელობა, ქვეყანაში არსებული მძლავრი რასისტული განწყობის ფონზე, რაც, სამწუხაროდ, ხელისუფლების მიერაც გარკვეულწილად წახალისებულია, საქართველოში მცხოვრები უცხოელებისაგან შეიქმნას მტრის ხატი, ხელს უწყობს საზოგადოებაში ქსენოფობიური და რასისტული განწყობების გაძლიერებას, რაც არსებითად ეწინააღმდეგება დემოკრატიული, პლურალური, სოლიდარული საზოგადოების მშენებლობასა და იმ ღირებულებათა წესრიგს, რომელიც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული საერთაშორისო აქტებით. საქართველო მრავალეთნიკური და მრავალკონფესიური ქვეყანაა და ქსენოფობიურ და რასისტულ დისკურსს შეუძლია არსებითად დააზიანოს არადომინანტი ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების ინტეგრაციის პროცესი და სოციალური კონფლიქტები წარმოშვას.

რა თქმა უნდა, მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობა დაცულია საქართველოს კონსტიტუციით და ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამ უფლებით სარგებლობა გარანტირებულია მათ შორის ე.წ. „ქართული მარშის“ მონაწილეებისთვისაც. თუმცა სამართალდამცავი ორგანოების ყურადღებას კიდევ ერთხელ მივაპყრობთ იმ გარემოებას, რომ იმავე ადგილას და მსგავსი შინაარსით 2016 წლის 27 სექტემბერს გამართულ მსვლელობას თან ახლდა არაერთი ძალადობისა და სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი. მსგავსად წინა შემთხვევისა, ე.წ. „ქართველთა მარშის“ ორგანიზატორები და მონაწილეები წარმოადგენენ რა რადიკალურ ულტრანაციონალისტურ ჯგუფებს და არსებობს მათგან აგრესიისა და ძალადობის გამოვლენის საფრთხე, მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, მიიღოს სათანადო ზომები მსვლელობისას სამართალდარღვევათა პრევენციისა და მანიფესტაციის კანონის ჩარჩოებში დარჩენის მიზნით, რათა თავიდან იქნას აცილებული რასისტულ და ქსენოფობიურ ნიადაგზე ნებისმიერი ძალადობის გამოვლინება.

მსვლელობის შემდგომ პერიოდში უზრუნველყოს ეფექტიანი პრევენციული ზომების მიღება ორგანიზებული ჯგუფების მხრიდან საქართველოში მყოფი უცხოელების მიმართ შესაძლო ძალადობის ფრაგმენტული ინციდენტების აღკვეთის მიზნით.

მოვუწოდებთ მთავრობას, ბოლო დროს რადიკალიზებული ულტრანაციონალისტური, ქსენოფობიური იდეების საწინააღმდეგოდ უზრუნველყოს ეფექტიანი საგანმანათლებლო/ინფორმაციული პოლიტიკის განხორციელება, რომელიც ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის იდეებზე დაფუძნებულ დისკურსს გააძლიერებს და სხვადასხვა ჯგუფების მშვიდობიანი თანაცხოვრების პირობებს შექმნის“,- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ შემდეგო არასამთავრობო ორგანიზაციები: საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), თანასწორობის მოძრაობა, მედიის განვითარების ფონდი (MDF), საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS) , იდენტობა, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) , სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ფონდი (ISFED), ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), კონსტიტუციის 42-ე მუხლი და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI).

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

თბილისში, კიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი კორპუსი ნაძალადევის რაიონში ჩანაცვლდება

24 აპრილი, 2024 , 12:03

ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, ნაძალადევის რაიონში, ნაგომარის ქუჩის N47-ში უკვე დაიწყო პროექტირების სამუშაოები, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი