უკან

საზოგადოება

14 მაისი, 2022 08:34
font-size

ქეთევან დედოფლის გამზირზე მიმდინარე სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობა დამატებით ლოკაციაზე შეიზღუდება - თბილისის მერია

ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია გრძელდება. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების პირველი ეტაპის დასრულებამდე, 14 მაისიდან დამატებით ლოკაციაზე – თელავის ქუჩის კვეთიდან წინანდლის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, სატრანსპორტო გადაადგილების სქემაც დროებით შეიცვლება. კერძოდ, მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ მომავალი სატრანსპორტო საშუალებისთვის გადაადგილება შეიზღუდება ქეთევან დედოფლის გამზირზე წინანდლის ქუჩის კვეთამდე, ხოლო ქეთევან დედოფლის გამზირზე, მეტროსადგურ „ისნიდან“ მომავალ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეზღუდება წინანდლის ქუჩის კვეთიდან მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმართულებით.

მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ მომავალი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ ალ. წურწუმიას ქუჩის საშუალებით, შემდგომ სვლას განაგრძობენ თელავის, ახმეტისა და წინანდლის ქუჩების მიმართულებით და დაუკავშირდებიან იალბუზისა და ბიჭორმის ქუჩებს. ბოჭორმის ქუჩიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება წინანდლისა და იალბუზის ქუჩების მიმართულებით, ხოლო იალბუზის ქუჩიდან ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით გადაადგილება დასაშვები იქნება ბოჭორმისა და წინანდლის ქუჩების გამოყენებით. ლეხ კაჩინსკის ქუჩიდან მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმართულებით კი, გადაადგილება შესაძლებელი იქნება ბოჭორმის, ზურაბაშვილისა და წურწუმიას ქუჩების გავლით.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების მსვლელობის პერიოდში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემდეგი მიმართულებით:

ავტობუსები: N305, N309, N325, N333, N337, N393 იმოძრავებენ ლეხ კაჩინსკის ქუჩის გადაკვეთამდე, მოძრაობას განაგრძობენ ლეხ კაჩინსკის, ბოჭორმისა და იალბუზის ქუჩების მიმართულებით, რის შემდეგაც, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროსა და 300 არაგველის ხიდის გავლით, დაუკავშირდებიან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, ევროპის მოედანს, სვლას განაგრძობენ ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით და მგზავრებს ბარათაშვილის ქუჩასთან დააკავშირებენ. უკუმიმართულებით გადაადგილებისას, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩიდან ავტობუსები გადაინაცვლებენ ვახტანგ გორგასალის ქუჩაზე და 300 არაგველის ხიდის, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროს, იალბუზისა და ბოჭორმის ქუჩების გავლით, დაუკავშირდებიან ლეხ კაჩინსკის ქუჩას და ქეთევან დედოფლის გამზირს. შემდეგ ავტობუსები იმოძრავებენ დადგენილი სქემით.

მიკროავტობუსები: N462, N472, N528, N534, N540 ქეთევან დედოფლის გამზირიდან მარჯვნივ მოხვევით, მოძრაობას განაგრძობენ წინანდლის, ახმეტის, თელავის, წურწუმიასა და ნიკიფორე ირბახის ქუჩების გავლით, რის შემდეგაც, მეტროსადგურ „ავლაბართან“ მოხვდებიან და დადგენილი სქემით იმოძრავებენ. უკუმიმართულებისას, აღნიშნული მიკროავტობუსები მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ მოძრაობას განაგრძობენ ალექსანდრე წურწუმიასა და თელავის ქუჩების მიმართულებით, საიდანაც დაუკავშირდებიან ახმეტისა და წინანდლის ქუჩებს და მარცხნივ მოხვევით, მოძრაობას ქეთევან დედოფლის გამზირზე განაგრძობენ ლეხ კაჩინსკის ქუჩისა და მეტროსადგურ „ისნის“ მიმართულებით, რის შემდეგაც დადგენილი სქემით იმოძრავებენ.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ თბილისის მერიის ვებგვერდს ან დარეკეთ ცხელ ხაზზე – 2 72 22 22“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.

სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა ხელფასის გაორმაგების მოთხოვნით აქცია გამართეს

27 მაისი, 2022 , 14:32

სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა - ექიმებმა და მძღოლებმა, პროფკავშირებთან ერთად აქცია გამართეს. ექიმები ხელფასის 100%-ით მატებასა და ღირსეულ სამუშაო პირობებს მოითხოვენ. მედიცინის მუშაკთა პროფკავშირის პრ

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო Ibis Budget-ი გაიხსნა

27 მაისი, 2022 , 14:15

საქართველოს ბანკი სასტუმრო სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკთან პარტნიორობით ახვლედიანის ქუჩაზე, საერთაშორისო, ბიუჯეტური ბრენდის, Ibis Budget-ის სასტუმრო გაიხსნა. პროექტის ჯამური ღირებულება 8.2 მლნ აშშ დოლარს

სადამდე უნდა იყოს, რომ უცხოეთში ჩვენ გვყავდეს მილიონზე მეტი ადამიანი და არჩევნებში მონაწილეობდეს დაახლოებით ათასობით ადამიანი - სალომე ზურაბიშვილი

27 მაისი, 2022 , 14:00

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს არჩევნებში მონაწილეობა ელექტრონულად უნდა შეეძლოთ. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილ

ყველა ხელოვნურად შექმნილ ბარიერს ჩვენ მოვხსნით ისე, რომ დიასპორის წარმომადგენელს მარტივად შეეძლოს ქართული პასპორტის აღება - ირაკლი ღარიბაშვილი

27 მაისი, 2022 , 13:48

ყველა ხელოვნურად შექმნილ ბარიერს ჩვენ მოვხსნით ისე, რომ დიასპორის წარმომადგენელს მარტივად შეეძლოს ქართული პასპორტის აღება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუ

საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს 5 ახალი ფუნქციონალი დაემატა

27 მაისი, 2022 , 11:47

საქართველოს ბანკი ბიზნესმომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული სიახლეების დანერგვას განაგრძობს. ბიზნეს მობილბანკს 5 ახალი ფუნქციონალი დაემატა. -ამიერიდან ახალი ციფრული ბიზნესბარათის შეკვეთა პირდაპირ ბიზნეს მობილბანკიდანაა შ

საქართველოს ბანკი და სავაჭრო პალატა ბიზნესების გაციფრულების პროექტს „100 ვებ-გვერდი მეწარმეებს“ ახორციელებენ

26 მაისი, 2022 , 18:22

საქართველოს ბანკი ქვეყნის მასშტაბით ბიზნესისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამჯერად ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერ პროექტში „100 ვებ-გვერდი მეწარმეებს“ ერთვება. ინიციატივა საქართველ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი