უკან

საზოგადოება

23 სექტემბერი, 2017 11:55
font-size

ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს დღეს საქართველოში ჩამოაბრძანებენ

ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს საქართველოში დღეს 19:00 საათზე ჩამოასვენებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს.

,,ა.წ. 23 სექტემბერს, შაბათს, 19:00 სთ-ზე საქართველოში ინდოეთიდან დროებით ჩამობრძანდება ჩვენი დიდმოწამის, ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი. ასეთი ტანჯული, ღვთისა და ქვეყნისათვის ასეთი თავდადებული დედოფალი მსოფლიო ისტორიაშიც კი იშვიათია. ფრიად სამწუხაროა, რომ მისი ნეშტი ჩვენ არა გვაქვს, მაგრამ კვირას, 24 სექტემბერს, წმ.დედოფლის წმ.ნაწილი, წირვაზე, 11:00 სთ-ზე, მუზეუმიდან გადაბრძანებული იქნება სამების საკათედრო ტაძარში და თქვენ გეძლევათ უნიკალური საშუალება, თქვენი სიყვარული და პატივისცემა გამოხატოთ მისდამი.

ლუსკუმა წმინდანის ნაწილით 25 სექტემბერს, ორშაბათს, 13:00 სთ-ზე, წაბრძანდება კახეთში, ალავერდის საკათედრო ტაძარში, რათა ქეთევანობის დღესასწაულზე წმ.ქეთევანს მლოცველებმა იქ სცენ მას თაყვანი.

შემდეგ სიწმინდე სხვა ეპარქიებსაც მოივლის.

ყველა ქეთევანს, სრულიად საქართველოს ვულოცავთ დიდმოწამის წმინდა ნაწილის შემობრძანებას სამშობლოში“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

26 სექტემბერი წმინდა დიდმოწამე ქეთევანის ხსენების დღეა.

რეგულაციების გამკაცრების რისკ-ფაქტორები შეიძლება გაიზარდოს - ეკატერინე ტიკარაძე

1 ივნისი, 2020 , 17:45

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საჭიროა, მოქალაქეებმა დაიცვან უსაფრთხოების ნორმები. როგორც ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, თუ არ მოხდება მოქალაქეთა თანამშრომლობა ხელისუფლებასთან, შესაძლოა, მ

ახალი დანადგარები მდინარე ყვირილას დაბინძურებისგან დაიცავს - „ჯორჯიან მანგანეზი“

1 ივნისი, 2020 , 17:45

„ჯორჯიან მანგანეზი“ გარემოსდაცვითი პოლიტიკის ფარგლებში, ახალ, მასშტაბურ პროექტს ახორციელებს, რომლის შედეგადაც, ჭიათურაში მდინარე ყვირილას წყლის ხარისხი საგრძნობლად გაუმჯობესდება,- ამის შესახებ ინფორმაციას კომ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1172 ლარი გახდა

1 ივნისი, 2020 , 17:30

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1172 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1761 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობას ნინოობის დღესასწაულს ფოკიდან ულოცავს

1 ივნისი, 2020 , 17:30

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მორწმუნეებს წმინდა ნინოს ხსენების დღე ფოკიდან მიულოცა. როგორც ის „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, დღეს საქართველოსთვის ძალიან დიდი დღეა.

დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა, რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი, ბოლომდე მიმეყვანა - კათოლიკოს პატრიარქი

1 ივნისი, 2020 , 17:10

დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა, რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი, ბოლომდე მიმეყვანა. დიდება უფალს და მადლობა უფალს! მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება, – ამის შესახებ საქა

პანდემიის პირობებში ბავშვთა დაუცველი ჯგუფების მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა - სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

1 ივნისი, 2020 , 17:10

საქართველოს სახალხო დამცველი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და სახელმწიფოს ბავშვების სოციალური ყოფის გაუმჯობესებისა და ძალადობის აღმოფხვრისკენ მოუწოდებს. "1 ივნისი ბავშვთა დაცვის ს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!