უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

14 ივლისი, 2017 15:20
font-size

ქეთევან ციხელაშვილი ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისრის ოფისის დირექტორს შეხვდა

ქეთევან ციხელაშვილი ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა“ ფარგლებში ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისრის ოფისის დირექტორს, კომისრის მოვალეობის შემსრულებელს ჰენრიკ ვილადსენს შეხვდა. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა და უმაღლესი კომისრის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა უფლებების დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესი განიხილეს.

სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ინტეგრაციისა და ქვეყნის სხვადასხვა სფეროში სრულფასოვანი ჩართულობის ხელშეწყობა სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება და პრიორიტეტია.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში მნიშვნელოვანი პროგრესი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის განათლებასა და ინფორმაციაზე წვდომის, სახელმწიფო ენის სწავლების მიმართულებებით. ქეთევან ციხელაშვილმა ასევე, აღნიშნა, რომ სახელწმიფო მაქსიმალურად უჭერს მხარს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს საკუთარი კულტურული იდენტობის წარმოჩენასა და განვითარებაში.

სახელმწიფო მინისტრმა ჰენრიკ ვილადსენს ასევე მიაწოდა ინფორმაცია, რომ ევროპის საბჭოს უკვე წარედგინა ეთნიკურ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო-კონვენციის მესამე პერიოდული მონიტორინგის ციკლის ფარგლებში შემუშავებული ანგარიში.

საზოგადოების ნაწილი გამოჰყავთ და აყენებინებენ მოთხოვნას, არ მინდა ფულთან დაკავშირებით ინფორმაციის ცოდნა, არ მინდა, სუვერენიტეტი იყოს მყარი - ირაკლი კობახიძე

17 აპრილი, 2024 , 18:46

საზოგადოების ნაწილი გამოჰყავთ რუსთაველზე და აყენებინებენ მოთხოვნას, არ გვინდა, გვქონდეს ინფორმაცია, ვინ რაში ხარჯავს ფულსო, აბსურდი და პარადოქსია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობა

კანონპროექტის ოპონენტებს არ აქვთ არგუმენტი, კანონი არის ევროპული, რადგან ეფუძნება ერთ-ერთ უმთავრეს ევროპულ ღირებულებას - ირაკლი კობახიძე

17 აპრილი, 2024 , 18:35

საპარლამენტო განხილვამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კანონპროექტის ოპონენტებს არ აქვთ არგუმენტი კანონპროექტის წინააღმდეგ, სინამდვილეში კანონი არის ევროპული, რადგან ეფუძნება ერთ-ერთ უმთავრეს ევროპულ ღირებულებას, ეს არის სწ

პარლამენტმა, პირველი მოსმენით, 82 ხმით მხარი დაუჭირა “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს

17 აპრილი, 2024 , 15:40

პარლამენტმა, პირველი მოსმენით, 82 ხმით მხარი დაუჭირა “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს, რომელიც ფიზიკური პირებისთვის 2021 წლის 1-ელ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და შესაბამისი საურავებ

ამ პირობებში პარლამენტში ყოფნას ჩემთვის არც პოლიტიკური აზრი და არც მორალური გამართლება გააჩნია - გრიგოლ ვაშაძე

17 აპრილი, 2024 , 14:54

დამოუკიდებელი დეპუტატი გრიგოლ ვაშაძე პარლამენტს ტოვებს. „ბევრ დროს არ წაგართმევთ. კანონპროექტის, რომელსაც დასახასიათებლად რა გეოგრაფიული დეფინიციაც არ უნდა მოუნახო რუსეთიდან ზიმბაბვემდე, არსებობას და მით

პარლამენტმა, პირველი მოსმენით, 83 ხმით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო

17 აპრილი, 2024 , 14:33

პარლამენტმა, პირველი მოსმენით, 83 ხმით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დარბაზი კენჭისყრამდე, სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ დატოვეს. „უცხოური გავ

`საქართველოსთვის` დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვეს

17 აპრილი, 2024 , 13:30

"საქართველოსთვის" დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად, სხდომათა დარბაზი დატოვეს, სადაც ამ წუთებში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს:  "თქვენ ხართ ადამია

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი