უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

25 იანვარი, 2020 14:40
font-size

ქეთევან ციხელაშვილმა ესტონეთის ელჩს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მათ მიმდებარედ არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში კაი კაარელსონს შეხვდა.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ქეთევან ციხელაშვილმა ესტონეთის წარმომადგენლებს ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მათ მიმდებარედ არსებული მდგომარეობის შესახებ მიაწოდა. ხაზი გაესვა, ახალგორის მიმართულებით ე.წ. გამშვებ პუნქტზე არსებულ ვითარებას. აღინიშნა, კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში ესტონეთის მხარდაჭერის მნიშვნელობა.

სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ იმპლემენტაციის შესახებ და დიპლომატს მიაწოდა ინფორმაცია ინიციატივის განხორციელების მიზნით, საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული და დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხსაც. ქეთევან ციხელაშვილმა სტუმრებს თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა.

საოკუპაციო ძალების ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენჯერმე განხორციელდა მანათობელი მაშხალის გასროლა - სუს-ი

15 თებერვალი, 2020 , 12:40

ოკუპირებულ სოფელ ორჭოსანთან, უკანონოდ დისლოცირებული საოკუპაციო ძალების ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენჯერმე განხორციელდა მანათობელი მაშხალის გასროლა, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცე

ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართველ მოსახლეობას მშობლიურ ენაზე სწავლის უფლება ეზღუდება

14 თებერვალი, 2020 , 13:15

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ხელთ არსებული ინფორმაციით, ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართველ მოსახლეობას მშობლიურ ენაზე სწავლის უფლება ეზღუდება.   საოკუპაციო ძალების პოლიტიკა სულ უფრო ა

თბილისსა და ცხინვალში მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გაიმართა - ტოივო კლაარი

13 თებერვალი, 2020 , 10:56

სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, ტოივო კლაარის ინფორმაციით, ეუთო-სა და გაერო-ს წარმომადგენელი თანათავმჯდომარეების მონაწილეობით თბილისსა და ოკუპირებულ ცხინვა

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში რაულ ხაჯიმბა მონაწილეობას არ მიიღებს

12 თებერვალი, 2020 , 16:55

ოკუპირებულ აფხაზეთში 22 მარტისთვის დანიშნულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში რაულ ხაჯიმბა მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ ყოფილმა დე ფაქტო პრეზიდენტმა რუსულ მედიას განუცხადა. ოკუპირებული აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო

სალომე ზურაბიშვილი საოკუპაციო რეჟიმის მიერ ახალგორის შესასვლელის ჩაკეტვას ეხმაურება

8 თებერვალი, 2020 , 12:15

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ახალგორის შესასვლელის ჩაკეტვას სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ ეხმაურება. „ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, ახალგორის გასასვლელი პუნქტის ჩაკეტვა ადამიანის უფლებების კიდ

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ახალგორის შესასვლელი კვლავ ჩაკეტეს

7 თებერვალი, 2020 , 13:10

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ახალგორის შესასვლელი დღეს დილიდან კვლავ ჩაკეტეს. დე ფაქტო ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, ახალგორში მცხოვრებ იმ ადამიანებს, რომლებიც პენსიას საქართველოს ცენტრალური ხელ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`