უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

6 ივლისი, 2017 18:45
font-size

ქეთევან ციხელაშვილმა გერმანიის ოფიციალურ წრეებს გამყოფ ხაზებზე შექმნილ ვითარებაზე მიაწოდა ინფორმაცია

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფება. ქეთევან ციხელაშვილმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კანცლერის აპარატის წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრები.

სახელმწიფო მინისტრმა გერმანიის ოფიციალურ პირებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გამყოფ ხაზებზე არსებული მდგომარეობის, განგრძობადი ოკუპაციიდან მომდინარე გამოწვევების, საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი საკითხი გამყოფ ხაზზე საოკუპაციო ძალის მიერ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების, მათ შორის ბოლო დღეების განმავლობაში ბანერების დადგმაა.

„ბანერები და მავთულხლართები არის ხელშესახები ნაწილი და გაგრძელება ოკუპაციისა. ხელოვნური ბარიერების აღმართვა საქართველოს ტერიტორიაზე ჯერ კიდევ 2009 წელს დაიწყო. საოკუპაციო ძალის ქმედებები არის გამოწვევა უსაფრთხოების კუთხით არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის, ამასთან, ამძიმებს და ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ჰუმანიტარულ მდგომარეობას. ამ ხასიათის პროვოკაციებზე ჩვენი პასუხი, ერთის მხრივ, არის სამშვიდობო, პრაგმატული პოლიტიკა, რომლის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება და ამოცანა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესება და შემსუბუქებაა. საოკუპაციო ძალის მხრიდან პროვოკაციების პრევენციის, ასევე დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვის მიმართულებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო თანამეგობრობის და პარტნიორების მხარდაჭერას და ჩვენ აქტიურად და რეგულარულად ვმუშაობთ საერთაშორისო მხარდაჭერის კიდევ უფრო მობილიზებისა და კონსოლიდირებისთვის. სწორედ ეს არის ჩემი ამჟამინდელი ვიზიტის მთავარი მიზანიც - მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდო ჩვენს პარტნიორებს გამყოფ ხაზებზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების, საქართველოს მთავრობის სამშვიდობო მიდგომების შესახებ“, - აცხადებს სახელმწიფო მინისტრი.

ქეთევან ციხელაშვილი გერმანიაში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება.

ეუთო/ოდირი შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებული რიგი რეგულაციების განმეორებით დარღვევის კრიმინალიზების კანონზე დასკვნას აქვეყნებს

14 ნოემბერი, 2025 , 17:19

ეუთო/ოდირი ხაზს უსვამს, რომ არაპროპორციული სასჯელები დამოუკიდებლად არღვევს შეკრების თავისუფლებას, რამდენადაც მათ შეუძლია შეაფერხოს აქციების მოწყობა და მასში მონაწილეობა, რასაც უარყოფითი ეფექტი აქვს შეკრების თავისუფლ

20 ივნისის აქციაზე პირდაპირ პასუხისმგებელი ადამიანი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც გასცემდა მითითებებსა და ბრძანებებს - კახა კალაძე

14 ნოემბერი, 2025 , 14:47

შენ ქართველი ხალხის მხარდაჭერა თუ არ გაქვს, სადაც გინდა ირბინე, იარე, არანაირი შედეგი ამას არ მოყვება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გერმანიაში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის გიორ

დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია - გრიგოლ გეგელია

14 ნოემბერი, 2025 , 14:42

დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად საქართველო, არა მარტო ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, აქტივისტები და მოქალაქეები, არამედ მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია, &ndas

პეტერ ფიშერის საქმიანობა დიპლომატიას სცდება, ის ჩვეულებრივი „აკაცუკია“ - კახა კალაძე

14 ნოემბერი, 2025 , 14:37

როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში უცხო ქვეყნის ელჩი დაკავებული იყოს ძალადობრივი ჯგუფების წახალისებით, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან საქართველოში გერმანიის ელჩის საპროტესტო აქცი

ჩვენი ბრძოლის წარმატების შანსი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ მასში - 28 ნოემბერს, 19:00 საათზე. ბოლომდე! - ელენე ხოშტარია

14 ნოემბერი, 2025 , 14:27

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია 28 ნოემბერს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით რუსთავის ქალთა ციხიდან წერილს აქვეყნებს. როგორც ხოშტარია წერს, „მიუხედავად ძალადობის

ევროინტეგრაციაზე უარი ჩვენ არ გვითქვამს, თუ მართლა სურს ბრიუსელს, საქართველო ევროკავშირში იხილოს, გზა უნდა გამონახოს, რომ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან დაიწყოს საუბარი - მაკა ბოჭორიშვილი

14 ნოემბერი, 2025 , 12:49

რთულია, დღეს ამოიცნო, რა შეიძლება იყოს ბრიუსელის საქართველოს ხელისუფლებასთან ასეთი დამოკიდებულების მიზანი, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხა