უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

27 ნოემბერი, 2017 15:45
font-size

ქეთევან ციხელაშვილმა ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებული გიორგი გიუნაშვილი მოინახულა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებული გიორგი გიუნაშვილი მოინახულა.

სახელმწიფო მინისტრმა გიუნაშვილის გათავისუფლება დადებითად შეაფასა, როგორც მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული და პოზიტიური ნაბიჯი, რაც დადებითად აისახება მთლიანად სამშვიდობო პროცესზე. ასევე აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ამგვარი საკითხების ირგვლივ თანამშრომლობის პოზიტიური პრაქტიკა ჩამოყალიბდა ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ ურთიერთობებში, რაც სამშვიდობო პროცესზე დადებითად აისახება.

„მიღწეულია მნიშვნელოვანი შეთანხმება და შედეგი. ესაა პრაგმატული და ჰუმანიტარული მიდგომების გამოვლინება და ვფიქრობ, რომ დადებითად უნდა შეფასდეს. ბოლო წლებში ამ საკითხების ირგვლივ ჩვენ საკმაოდ მჭიდრო და პრაგმატული თანამშრომლობის პოზიტიური გამოცდილება ჩამოგვიყალიბდა. მათ შორის, აფხაზურ მხარემ მნიშვნელოვანი ძალისხმევა გასწია, რაც ბუნებრივია, დადებითად უნდა შეფასდეს.

„იმედი მაქვს, მსგავსი პრობლემები ზუსტად ამავე სულისკვეთებით მოგვარდება - ამ ეტაპზე პრაგმატული და ჰუმანიტარული გამოსავლების მოძებნას შევძლებთ. მომავალში კი, რა თქმა უნდა, ამგვარი საჭიროების თავიდან არიდებას,“- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, 2016 წლის ივნისში დაკავებული, გორის რაიონის სოფელ დისევში მცხოვრები გიორგი გიუნაშვილი, რომელიც ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დააკავეს, 18 თვის შემდეგ ოჯახს დაუბრუნდა. მას 20 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. გიუნაშვილის გათავისუფლების საკითხი სხვადასხვა ფორმატში აქტიურად განიხილებოდა.

ბოლო წლებში (2013, 2014, 2016) პატიმრები გათავისუფლდნენ როგორც ქართული მხარის მიერ, ისე ცხინვალისა და სოხუმის საპყრობილეებიდან. მათ შორის, 2016 წლის მარტში, ცხინვალისა და სოხუმის იზოლატორებიდან საქართველოს 14 მოაქალაქე იქნა გათავისუფლებული.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

23 აპრილი, 2024 , 15:39

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა. პროექტის ჯამ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი