უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

14 სექტემბერი, 2019 11:45
font-size

ქიმურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ საფრთხეებზე რეაგირების სტანდარტული სამოქმედო პროცედურების დოკუმენტი მუშავდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, აშშ-ს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოსთან (DTRA) ერთად, ქიმურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ (ქბრბ) საფრთხეებზე რეაგირების სტანდარტული სამოქმედო პროცედურების დოკუმენტს შეიმუშავებს.

დოკუმენტის შესამუშავებლად, თბილისში, ხუთდღიანი სემინარი გაიმართა.

„სემინარის მიმდინარეობისას, ჩატარდა როგორც შესაბამისი სწავლებები, ისე სამუშაო შეხვედრები. ამერიკელ კოლეგებთან ერთად, საუბარი შეეხო ქბრბ საფრთხეებზე რეაგირების კუთხით არსებულ პრაქტიკას, გამოვლინდა ხარვეზები და საჭიროებები, ასევე, დაიწყო მუშაობა სამოქმედო პროცედურების პირველადი პროექტის შესადგენად. სტანდარტული სამოქმედო პროცედურების საბოლოო პროექტი, რომელიც უახლოეს მომავალში საბოლოო ფორმას მიიღებს, მნიშვნელოვნად განაახლებს სამსახურის მიდგომებს და გააუმჯობესებს ქბრბ ჯგუფის შესაძლებლობებს ტაქტიკურ და ოპერაციულ დონეზე. სემინარს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებითან ერთად, ესწრებოდნენ საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები“, - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტრო მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში ცვლილებები შევიდა

2 ივნისი, 2020 , 17:15

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილებები შევიდა. ცვლილებების თანახმად, 8 ივნისიდან დასაშვები ხდება ყველა ეკონომიკური საქმიანობა სპორტული, კულტურული

მოსალოდნელია წვიმა, სეტყვა და ძლიერი ქარია

2 ივნისი, 2020 , 16:50

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 ივნისს, დღის ბოლოდან 6 ივნისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვ

ტექნიკურ უნივერსიტეტში „დიდი იდეების გამოწვევა 2020“-ის გამარჯვებული ტოპ 10 იდეა გამოვლინდა

2 ივნისი, 2020 , 16:21

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კონკურსის - „დიდი იდეების გამოწვევა 2020“ შემაჯამებელი ონლაინ ღონისძიება გაიმართა. ჟიურის გადაწყვეტილებით, გამარჯვება მოიპოვა იდეამ - Contacting Agro-Cam, რომლის ავტორები ტე

გენერალურ პროკურატურაში წიგნის ,,ადამიანის უფლებების დაცვა საქართველოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების კონტექსტში“ პრეზენტაცია გაიმართა

2 ივნისი, 2020 , 15:00

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში წიგნის „ადამიანის უფლებების დაცვა საქართველოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების კონტექსტში“ პრეზენტაცია გაიმართა. სახელმძღვანელო, რომელიც განკუთვნილია პროკურორებისთვის და გ

სურსათის ეროვნული სააგენტო დახურული ტიპის საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის რეკომენდაციებს გასცემს

2 ივნისი, 2020 , 14:10

სურსათის ეროვნული სააგენტო დახურული ტიპის საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის რეკომენდაციებს გასცემს. დახურული ტიპის საზოგადოებრივი კვების ობიექტების ფუნქციონირების აღდგენასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს

“საქმე გვაქვს „ჩასაფრებული ადამიანის“ კლასიკურ შემთხვევასთან” - თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს

2 ივნისი, 2020 , 12:57

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, პროფესორი თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს. ის ერთ-ერთი სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინტერვიუს ეხმაურება. "ა.წ. 22 მაისს რადიო თავი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!