საზოგადოება


ქიქოძის ქუჩაზე ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა
თბილისში, ქიქოძის 6 ნომერში საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
ცეცხლი გვიან ღამით შენობის მეოთხე სართულზე, სხვენში გაჩნდა და მესამე სართულზეც გავრცელდა, რის შედეგადაც ნაწილობრივ დაიწვა იქ მდებარე რამდენიმე ბინა.
ხანძარის ლიკვიდაცია გამთენიისას მოხერხდა.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილის დავით გელაშვილის განცხადებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
„სამსართულიანი შენობის მე-3 სართული ნაწილობრივ და სასხვენო გადახურვა იწვოდა. საერთო ფართი 200-250 კვადრატული მეტრია. ადგილზე თბილისის მთავარი სამმართველოს 13 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა მუშაობდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა“, - განაცხადა დავით გელაშვილმა.
წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის მიზეზად ელექტროსადენები სახელდება.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:

თამარ გაბუნია - ვაქცინის დანერგვის გეგმაზე, ჩვენთან ერთად, 80-ზე მეტი ექსპერტი მუშაობდა, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებიდან
19 იანვარი, 2021 , 17:19

ფორმალური განათლების ფარგლებში მიღებული სწავლის შედეგების აღიარების წესი დამტკიცდა
19 იანვარი, 2021 , 14:40

საქართველოში კორონავირუსის 1 550 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 494 პაციენტი
19 იანვარი, 2021 , 11:19

მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს
19 იანვარი, 2021 , 10:20
„პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ პარტიულ საქმიანობას კანონის სრული დაცვით აგრძელებს”
18 იანვარი, 2021 , 21:40

პირველი თებერვლიდან კლინიკები მულტიპროფილური სერვისების მიწოდებას დაუბრუნდებიან
18 იანვარი, 2021 , 17:45