რეგიონები
ქისტები არ დავიჩოქებთ, ქისტების სისხლზე თამაში დასრულდა, აღარ მოგცემთ ამის საშუალებას! - მალხაზ მაჩალიკაშვილი
პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული სპეცოპერაცია სუს-ის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა და შს მინისტრმა გიორგი გახარიამ დაგეგმეს. ამის გამო მაჩალიკაშვილმა მოითხოვა, რომ მათ პასუხი აგონ მისი შვილის დაღუპვის გამო.
მაჩალიკაშვილმა პირობა დადო, რომ არავითარ შემთხვევაში სიმართლის ძიებას არ შეწყვეტს.
„დღეს, როდესაც მთავრობა აღარ გვყავს, იმედი მაქვს, ახალი პრემიერის პირობებში ჩვენს სამართალს ვიპოვით. აქამდე არ ვიცოდი და ახლა გავიგე, ეს სპეცოპერაცია გომელაურისა და გახარიას დაგეგმილი ყოფილა. ამიტომ მოვითხოვ, მათ პასუხი აგონ ამ ტერორისტულ აქტზე. მოვითხოვ აღიარონ, რომ შეეშალათ და უდანაშაულო შვილი მომიკლეს. საქართველოს 75% და მთელი პანკისი ჩვენს გვერდითაა სიმართლის მოლოდინში. დაიმახსოვროს ხელისუფლებამ - ქისტები არ დავიჩოქებთ, ქისტების სისხლზე თამაში დასრულდა, აღარ მოგცემთ ამის საშუალებას! პირობას ვდებ, რაც არ უნდა მოხდეს, სიმართლის ძიებას არ შევწყვეტ", - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
ცნობისთვის, პანკისის ხეობაში მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციას ესწრება ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე.
ადგილობრივები მოითხოვენ თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულოდ ცნობას, ასევე განმარტებას პროკურატურისგან, მომხდარიდან 6 თვის შემდეგ რატომ არიან დაუსჯელები სპეცოპერაციაში მონაწილე პირები. აქციის მონაწილეებს ასევე აინტერესებს, რატომ არ წარადგინა პროკურატურამ მტკიცებულბები, რომლებიც დაადასტურებს ტერორიზმთან თემირლან მაჩალიკაშვილის კავშირს.
პანკისელების თქმით, თუ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, ისინი აქციებს თბილისში გამართავენ.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
21 იანვარი, 2026 , 11:38
დიდთოვლობის გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები მოქმედებს
19 იანვარი, 2026 , 11:55
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
13 იანვარი, 2026 , 11:54
ბათუმში უამინდობამ პრობლემები შექმნა
30 დეკემბერი, 2025 , 13:07
საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას ავრცელებს
30 დეკემბერი, 2025 , 09:03
ლევან იოსელიანი სოფელ ვალეს შახტის დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა, სადაც 150-ზე მეტი ადამიანი მძიმე პირობებში ცხოვრობს
26 დეკემბერი, 2025 , 17:18


