უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

14 ივლისი, 2017 12:05
font-size

ქობულეთში ახალი ვიზიტიორთა ცენტრი გაიხსნა

დღეს ქობულეთის და კინტრიშის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნა. ადმინისტრაციული შენობის საზეიმოდ გახსნას ქობულეთში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს გარემოსა დაცვის მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავასთან ერთად დაესწრო.

შენობა ვიზიტორთა ცენტრს, საგამოფენო სივრცეს, სასტუმროს 4 ნომერს და კაფეტერიას მოიცავს. მშენებლობასა და შენობის კეთილმოწყობაზე 1 400 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა. შენობა კოლხეთის განვითარების ფონდის და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით აშენდა და მოეწყო.

,,კიდევ ერთი წარმატებული პროექტი რეგიონში. ქობულეთის მუნიციპალიტეტში არაჩვეულებრივი სივრცე, მრავალფუნქციური შენობა მოეწყო, სადაც განთავსებული იქნება დაცული ტერიტორიების, როგორც ადმინისტრაცია, ასევე სასტუმრო კომპლექსი, კვების ობიექტები, დასასვენებელი ადგილები. რეგიონში ჩამოსული სტუმრები, ვიზიტორები ცენტრში სრულ ინფორმაციას მიიღებენ დაცულ ტერიტორიებზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩამოსულმა დამსვენებლებმა დაათვალიერონ დაცული ტერიტორიები, ულამაზესი ბუნება და მიიღონ სრული სერვისები",-აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

სტატისტიკის მიხედვით, 2017 წელს, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა რაოდენობა 26%-ით გაიზარდა. ასევე 32%-ით გაზრდილია დაცულ ტერიტორიებზე უცხოელ ვიზიტორთა რიცხვი. 2017 წელს დაცულ ტერიტორიებს ყველაზე მეტი ვიზიტორი გერმანიიდან, უკრაინიდან, პოლონეთიდან, ისრაელიდან და რუსეთიდან ეწვია. 2017 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში 2016 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ტურისტული სერვისებიდან მიღებული შემოსავლები 30%-ით გაიზარდა.

ქობულეთისა და კინტრიშის დაცული ტერიტორიები გამორჩეული და უნიკალურია. ქობულეთის დაცული ტერიტორიები საერთაშორისო მნიშვნელობის, უნიკალური, რამსარის კონვენციით აღიარებული ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის მიზნით 1998 წელს შეიქმნა.

დღეისათვის ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე 3 ტურისტული მარშრუტია მოწყობილი. რეგიონში დაცული ტერიტორიების შექმნა ემსახურება არა მარტო ბუნების დაცვას, არამედ ტურიზმის განვითარებას, ქვეყნის პოპულარიზაციას და პირდაპირ აისახება ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე.
ღონისძიებას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენელი და უცხოელი სტუმრები ესწრებოდნენ.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

ხობის მერიამ 10.8 მილიონიანი ტენდერი, სავარაუდოდ, სენაკის მერის ბიძის კომპანიას მოარგო - TI

26 თებერვალი, 2024 , 15:29

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ცნობით, ხობის მერიის ტენდერი, რომელშიც სენაკის მერის, ვახტანგ გადელიას ბიძის კომპანია - სააქციო საზოგადოება "არქეოპოლისი" იმარჯვებს, სავარაუდოდ, სწორედ ამ კომპანი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი