უკან
რეგიონები
15 იანვარი, 2018 12:55
ქობულეთში ავარიას 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა
ქობულეთში, დაბა ოჩხამურში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი წლის ბავშვი ემსხვერპლა.
შემთხვევა გუშინ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, შს სამინისტრომ საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევი მძღოლის ვინაობა უკვე დაადგინა.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს 276 მუხლის მე-5 ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.