უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

13 აგვისტო, 2019 14:35
font-size

ქობულეთში ძაღლის გადარჩენის დროს დაღუპულ კაცს ძეგლს დაუდგამენ

ქობულეთში რამდენიმე დღის წინ, 51 წლის კაცი აღელვებულ ზღვაში ძაღლის გადასარჩენად შევიდა და დაიღუპა. ფაქტს საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ავთანდილ ცხვედიანისთვის ძეგლის დადგმის ინიციატივით სოციალურ ქსელში კამპანია წამოიწყეს. შეიქმნა პეტიცია, რომელსაც ქობულეთის მერია გამოეხმაურა.

როგორც imedinews-ს ქობულეთის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, მიესალმებიან ამ გადაწყვეტილებას და პეტიციის ავტორებს სურვილის განხორციელებაში მაქსიმალურად დაეხმარებიან.

“ძალიან კარგი ინიციატივაა და ჩვენი სურვილია ამ იდეის ავტორებს ბოლომდე დავეხმაროთ, უახლოეს მომავალში პეტიციის ავტორებს შევხვდებით და განვიხილავთ ყველა დეტალს“, - განაცხადეს ქობულეთის მერიაში.

შემთხვევა ქობულეთში 5 აგვისტოს მოხდა. ადგილობრივი მკვიდრი ზღვაში ძაღლის გადასარჩენად შევიდა. ძლიერი ტალღების გამო მან უკან გამოსვლა ვეღარ შეძლო. სამაშველო ღონისძიებების მიუხედავად, კაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მე-13 ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები ახალციხეში ორ ლოკაციას აკონტროლებენ

2 აპრილი, 2020 , 15:50

საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ახალციხეში, ორ ლოკაციაზე მოწყობილ საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე, ქვეყანაში დაწესებული საგანგებო მდგომარეობის პირობების დაცვის

კორონავირუსის პრევენციის მიზნით ქვემო ბოლნისი ჩაიკეტა

1 აპრილი, 2020 , 21:23

კორონავირუსის პრევენციის მიზნით ბოლნისის მუნიციპალიტეტის ერთი სოფელი სრულად იზოლირებულია - დღეიდან ქვემო ბოლნისი ჩაიკეტა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფლის შესასვლესა და გასასვლში ბლოკპოსტები მოეწყო, რო

სამხედრო ექიმები მოქალაქეების პირველად სამედიცინო შემოწმებას 16 საკონტროლო გამშვებ პუნქტზე ახორციელებენ

1 აპრილი, 2020 , 17:50

ახალი კორონავირუსის გავრცელებისა და ეპიდემიის წინააღმდეგ მიმართული პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის სამხედრო სამედიცინო პერსონალი ქუთაისში, ბათუმში, ფოთსა და ზუგდიდში სპეციალურად

აგრარული ბაზრები თუ არ შეასრულებენ რეკომენდაციებს, სამწუხაროდ მოგვიწევს დავხუროთ - ალექსანდრე მოწერელია

1 აპრილი, 2020 , 15:15

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია აგრარულ ბაზრებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. სახელმწიფო რწმუნებულის განმარტებით, არაერთი გაფრთხილება მიეცა აგრარულ ბაზრებს, თუმცა იქ მოქალაქეები ა

ბათუმში შემავალ და გამავალ გზებს დასავლეთ სარდლობის მეორე ქვეითი ბრიგადა აკონტროლებს

1 აპრილი, 2020 , 12:10

საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მეორე ქვეითი ბრიგადის პირადმა შემადგენლობამ ქალაქ ბათუმის 3 ლოკაციაზე მოაწყო გადაადგილების, კონტროლისა და შეზღუდვის პუნქტები, სადაც გაშლილია საველე და სამედიცინო კარვები.

რა ხდება სამეგრელოში - სახელმწიფო რწმუნებულმა რეგიონში არსებულ ვითარებაზე მედიას ინფორმაცია მიაწოდა

1 აპრილი, 2020 , 12:10

,,აფხაზეთიდან გადმოსული შუახნის ქალის (ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა), შვიდი კონტაქტი წუხელ გადმოვიყვანეთ ოკუპირებული ტერიტორიიდან. ისინი მოთავსდნენ ანაკლიის საკარანტინო ზონაში. მათი დაკვირვება და სამედიცინო შემოწმება მ